ტენდენციები როგორ არ უნდა ატაროთ მაქმანიანი კაბა: ვარსკვლავების ყველაზე წარუმატებელი „ლუქები“ 2020, 11 ივლისი, 11:51 ე.წ. ქალის "თეთრეულის" სტილის მაქმანიანი კაბები ტრენდულობას 2020 - შიც ინარჩუნებენ. გასაკვირი არ არის, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ცნობილი სახეები სწორედ ასეთ კაბებს სულ უფრო ხშირად ირჩევენ. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მიმზიდველი, ვიდრე ნახევრად გამჭვირვალე მსუბუქი სამოსი, რომლის საშუალებითაც ქალის სხეულის გარკვეული ინტიმური ნაწილების ხილვაც არის შესაძლებელი. დახვეწილი სილუეტის, სექსუალური კაბები "ლუქს" კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და შთამბეჭდავს ხდიან. სწორედ ამიტომ, ცნობილი დიზაინერები სულ უფრო ხშირად ანებივრებენ თავიანთ ვარსკვლავურ კლიენტებს სხვადსხვა სტილის, ფორმისა თუ ფერის ძვირადღირებული მაქმანიანი სამოსით. ის, რომ მოდური ქალბატონების ერთ - ერთი საყვარელი ვარსკვალური ტრენდი სხეულზე საკმაოდ მოხდენილად და სექსუალურად გამოიყურება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მსგავსი ფაქტურის კაბის არასწორად შერჩევისას დიდი შანსია ვულგარულად გამოიყურებოდეთ. ამიტომ უხერხულ სიტუაციაში მოხვედრამდე, სჯობს ცნობილი სელებრითების მიერ დაშვებულ შეცდომებს გადახედოთ და მათი მაგალითის გათვალისწინებით, სასაცილო მდგომარეობაში მოხვედრისგან თავი დაიზღვიოთ.ჯესიკა სიმპსონიშარლიზ ტერონიევა ლონგორიალედი გაგაელი ბრაუნისოფი კასაიშელბი ტრიბლიროქსი ჰორნერიკეროლ ვორდერმანიკაპრის ბურებლექ ჩაინა620 1-ს მოსწონს |