ტენდენციები გლამურული 2000-იანების ტოპ 8 ყველაზე სასაცილო და უცნაური მოდური ტრენდი, რომელიც დღესაც უხერხულობას გვიქმნის 2021, 7 ივლისი, 20:31 დრო გადის, და მასთან ერთად მოდის ტენდენციებიც იცვლება. ზოგჯერ, უკან მოხედვისას, საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ეს ყოველივე მართლა გვეცვა და თან ლამაზადაც მიგვაჩნდა? 20 წლის წინანდელი მოდა დღეს გაოცებისა და გულწრფელი ღიმილის გარდა სხვას აღარაფერს იწვევს. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაგახსენოთ "გლამურული 2000-იანები" და კიდევ რამდენიმე საინტერესო და სახალისო ტრენდი, რომლებსაც იმ წლებში ყველა, საკუთარი თავის პატივისმცემელი მოდური ქალბატონი დაუფიქრებლად მისდევდა, და თქვენ თუ გცმიათ ოდესმე რაიმე ამ სიიდან?2000-იანი წლების დასაწყისიდან ბევრი რამ შეიცვალა. თავაშვებული წვეულებების მოყვარული გოგონები სამაგალითო და ბედნიერი დედები გახდნენ, წარბი-ძაფები გასქელდა, საყვარელი კლუბები დაიხურა და ჯინსების წელიც გაცილებით უფრო მაღლა აცოცდა. ახალ თაობას დღეს სრულიად განსხვავებული კერპები ჰყავს, სილამაზის განსხვავებული სტანდარტებითა და გამორჩეული სტილის შეგრძნებით. მოდით, ახლა სულ ცოტა ხნით უკან, "გლამურულ 2000 - იანებში" დავბრუნდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები 10-20 წლის წინ.ფართე ქამრებიხავერდის სპორტულებიჯინსებიდან "მომზირალი" საცვლებიმაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზედაბალწელიანი ჯინსიულტრა მინი - ქვედაბოლო"სტაფილოსფერი" რუჯიწარბი-ძაფები1595 3-ს მოსწონს |