ტენდენციები ქორწილში დაგპატიჟეს? თქვენ კი არ იცით რა ჩაიცვათ? 15 საუკეთესო კაბა, რომელიც შეუმჩნეველს ვერ დაგტოვებთ 2019, 18 მარტი, 14:55 ალბათ, დამეთანხმებით, რომ საკუთარი ქორწილისთვის კაბის შერჩევა ნამდვილი ტანჯვაა, ხოლო ახლობლის ქორწილისთვის - კიდევ უფრო რთული. პირველ რიგში, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ სამოსი უნდა იყოს სადღესასწაულო, მაგრამ არა უცნაური, ქალური, თუმცა არა გამომწვევი. სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდეთ, ჟურნალი "ELLE'' გირჩევთ, კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი წამყვანი დიზაინერების გასულ ჩვენებებს და აქცენტი გაზაფხულის რამდენიმე მთავარ ტრენდზე - პასტელურ ფერებზე, რუშებზე, აბრეშუმსა და ბრჭყვიალა ფაქტურაზე გააკეთოთ. რაც შეეხება სტილს, დიდი ზომის სამოსი და კაბა-ქურთუკი საკუთარ პოზიციებს არც წლევანდელ სეზონზე თმობს. მოდით ერთად შევაფასოთ ჟურნალ "ELLE'' მიერ შემოთავაზებული 15 ყველაზე ეფექტური და ტრენდული კაბა.1024 1-ს არ მოსწონს
|