საზოგადოება გახსოვთ ალბათ Pussy Riot და მისი წევრი გოგონები, ფემინისტები, რომლებმაც პროვოკაციული კონცერტებით გაითქვეს სახელი 19 აპრილი, 19:07 2011 წელს ხელოვანი გოგონების ერთმა ჯგუფმა გადწყვიტა ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მათთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის მიუღებელი თემებისადმი მიძღვნილი არასანქცირებული ქმედებებით. არასანქცირებულ ადგილებში კონცერტის გამართვით, არასანქცირებულ ადგილებში ისეთი ქმედებებით, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია, მაგალითად ეკლესიაში ბიკინებით შევარდნა და იქ კონცერტის გამართვა. ჯგუფი თავიდანვე ანონიმი წევრებისგან შესდგებოდა, რადგან ნიღბებს იყენებდნენ, შემდეგ კი უკვე ღიად დაიწყეს გამოსვლები რუსეთის ქალაქებში, რის გამოც ციხეშიც მოუწიათ ყოფნამ. ჯგუფის დაარსების იდეაშივე დევს, რომ ჯგუფის წევრები არ იქნებოდნენ მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები, იქ მოხვედრა შეძლო ნებისმიერ ხელოვანს, პროფესიის განურჩევლად, ვისთვისაც კანონის ჩარჩოებში ყოფნა მიუღებელია. ჯგუს მიღებული აქვს ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო პრემია, ასევე მშვიდობის დარგში ლენონისა და ონოს სახელობის პრემია, გარდა ამისა მიღებული აქვთ ჰანნა არენდტის პრემია. ჯგუფის წევრები იყვნენ ცნობილი მხოლოდ ფსევდონიმებით, მაგალითად სტატიის თავში კადრშია რიტა ფლორესი (მარგარიტა კონოვალოვა), რომელიც დღემდე ერთერთ ყველაზე ლამაზ აქტივისტადაა ცნობილი. რიტა პროვოკაციული გამოხტომებით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე რეალურად მუსიკალური მონაცემებით, თუმცა რამდენიმე ინსტრუმენტზე საკმაოდ კარგად უკრავს. რიტა არც მანამდე და არც დღეს ერიდება საკმაოდ პიკანტური სურათების ატვირთვას, აღნიშნული ჯგუფი, როგორც ექსტრემისტული პუტინის რეჟიმმა აკრძალა და "კანონგარეშედ" გამოაცხადა. აი იცის, რიტა ფლორესი იგივე მარგარიტა კონოვალოვა. +17 169 5-ს მოსწონს |