x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როდესაც შენი ოჯახი გიკრძალავს ბიკინში ფოტოს გადაღებას" - სალმა ჰაიეკი სახალისო ფოტოებს აქვეყნებს
image

სავარაუდოდ, ოჯახი 57 წლის მსახიობს ბიკინით გადაღების საშუალებას არ აძლევს.


ამასობაში კი სალმა ჰაიეკმა კვლავ აჩვენა თაყვანისმცემლებს თავისი შხვართი ფიგურა ბიკინებში.


57 წლის ვარსკვლავი ოჯახთან ერთად იახტაზე ისვენებდა და ეფექტური კადრების გადაღება გადაწყვიტა.



ასე ამგვარად ტრაპზე ასვლისას, მსახიობმა დააპირა ფოტოსესიისთვის ეფექტური სექსუალური პოზების მიღება, მაგრამ უცებ შლანგიდან წყალი შეასხეს სახეში.

image

შედეგად, გლამურული კადრების ნაცვლად ინტერნეტში სახალისო კადრები გავრცელდა.


მიუხედავად იმისა, რომ სალმა რაღაცას უყვირებს ოინბაზებს, და თან წყლისგან ხელებით იცავს თავს, საკმაოდ კმაყოფილი ჩანს.


"როდესაც შენი ოჯახი არ გაძლევს უფლებას ბიკინით ფოტოს გადაღებას", - წერს სოციალურ ქსელში სალმა ჰაიეკი.

image

თაყვანისმცემლებმა მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურეს და კეკლუცი ქალბატონი დაარწმუნეს, რომ ის უბრალოდ მშვენიერი არის.


"შენი ოჯახი დაგეხმარა მართლაც მაგარი სურათების გადაღებაში",


"ლამაზი ხარ, თუნდაც ასეთ მომენტში", - წერენ ისინი ინტერნეტში.



მექსიკელმა მსახიობმა კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში, ჰოლივუდში განაგრძო მოღვაწეობა, მისი პირველი წარმატება იწყება ფილმით „სასოწარკვეთილი“(1995), სადაც მას პარტნირობას უწევდა ანტონიო ბანდერასი, შემდეგ იყო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიაში "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია"(1997), ვილ სმიტთან ერთად "ველური, ველური დასავლეთი"(1999) .


2000 წლისათვის სალმა ჰაიეკმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ვენტანაროსა“, სადაც შეუდგა ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოებას. ამ მოღვაწეობაში მისი პირველი გამოცდა იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც წარდგენილი იყო "ოსკარის" პრემიაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.



2002 წელს გამოდის ბიოგრაფიული ფილმი „ფრიდა“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე.

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0