x
image
თამილა გურაშვილი
ამბავი, რომელიც 2004 წელს მოხდა საუდის არაბეთში..

image
ამბავი, რომელიც 2004 წელს მოხდა და მთელი საუდის არაბეთი, მთელი მუსლიმანური სამყარო შეძრა, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ სინამდვილე.
მრავალი მკვლევარი, ექიმი, სპეციალისტი იკვლევდა მერე ამ მოვლენას, თვით არაბეთის შეიხიც კი დაინტერესდა და საკუთარი თვალით მოისურვა, იმ პიროვნების ნახვა, ვინც ჩვენი დედაღვთისას წყალობით ისევ დაუბრუნდა ამ სამყაროს.
მაშ ასე, ეს ამბავი დაიწყო საუდის არაბეთში. ერთმა უმდიდრესმა არაბმა ულამაზესი გოგო მოიყვანა ცოლად. კაცს სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე და ცივ ნიავს არ აკარებდა. ყველაფერი ზღაპრულად იყო, რომ არა ის სამწუხარო
ფაქტი, ქალი ვერ ფეხმძიმდებოდა.
ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული გინეკოლოგები მოიწვია მეუღლის გასასინჯად.
ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ ქალი უნაყოფო იყო და ვერასოდეს გახდებოდა დედა.
მშობლებმა შვილს ურჩიეს სხვა ცოლებიც მოეყვანა და ისინი გაუჩენდნენ შვილებს
მაგრამ სასტიკი უარი განაცხადა და გადაწყვიტა ცოლთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა. კერძოდ სირიაში.იქ ერთერთ ბიუროდან ტაქსი გამოიძახეს და მომსახურეობა ითხოვეს, რათა ქალაქის ღირშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
ტაქსისტი საუცხოოდ მოემსახურა ტურისტებს, თუმცა ატყობდა, რომ წყვილი მოწყენილი და უხასიათოდ იყო მუდმივად.
- ნუთუ რამე არასწორად გავაკეთე? ნუთუ უკმაყოფილო ხართ ჩემი მომსახურეობით ბატონებო? ძალიან შეწუხებული ჩანდა საბრალო.
- არა მეგობარო, შენ არაფერ შუაში არა ხარ. უბრალოდ ჩვენ, ჩვენი პრობლემა გვაქვს. და მერე თავისი ამბავიც უამბეს.
- მართლა?
იცით რა...აქვე ახლოს სასწაულთმოქმედი მონასტერია, სადაც მოთავსებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი - ელ ჩაგურა, როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ, რაც ნიშნავს "ცნობილს", მახარებლი ლუკას მიერ დაწერილი გახლავთ.
მერე მცირე ისტორიაც უამბო, თუ როგორ, როდის და ვისგან აშენდა ეს მონასტერი.
PANAGIAS DESPOINA-ს 1-ლი მონასტერი (SEIDANAGIA) სირია: Panagia Saydanaya-ს ან Seidanaya-ს მონასტერი აშენდა 547 წელს. ღვთისმოსავი იმპერატორ იუსტინიანეს მიერ, როდესაც ის დაბანაკდა რეგიონში, რომელიც ემზადებოდა სპარსელებთან საბრძოლველად.წყალი არსად არ იყო იქვე ახლომახლოს. ჯარისკაცები კი წყურვილით იტანჯებოდნენ.
ჩვენმა იმპერატორმა უეცრად დაინახა ირემი, რომელიც მაღალ ბორცვზე ადის და გაეკიდა მას.
როცა მწვერვალს მიაღწია, გაუკვირდა, რომ დაინახა უამრავი წყარო, ხოლო ირმის ადგილას ღვთისმშობელი გამოჩნდა ბრწყინვალე შუქზე და გაისმა მისი ხმა, რომელიც სთხოვდა აეშენებინა ეკლესია მის პატივსაცემად
იქ!
image
ასე რომ, ჩვენმა მეფემ მაშინვე უბრძანა არქიტექტორებს ტაძრის დიზაინი. მაგრამ დრო გავიდა და გეგმა ვერ შეადგინეს. შემდეგ კვლავ გამოჩნდა ღვთისმშობელი, ამჯერად იუსტინიანეს ძილში და აჩვენა თავისი მონასტრის გეგმა და თქვა, რომ მისი მფარველი იქნებოდა! ამ გეგმით იუსტინიანემ საბოლოოდ ააგო მონასტერი სეიდანაიაში, სირიაში! ეს სირიის მართლმადიდებლური მონასტერი ქალთა მონასტერია, რომელიც 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს!სეიდანაია ჩვენი დედოფალი, ანუ ღვთისმშობელი. ერთი წამიც არ უყოყმანია არაბს.
- წაგვიყვანე ძმაო და პირობას გაძლევ, თუ სასწაული მოხდება და ჩემი ცოლი დაფეხმძიმდება 20 000 დოლარს გაჩუქებ. ხოლო ტაძარს 80 000 დოლარს შევწირავ.
მონასტერში, რომ მივიდნენ ტაქსისტმა ბერებს ყველაფერი უამბო. ქალი წაიყვანეს დედაღვთისას ხატის წინ დააყენეს.
ლოცვების წაკითხვის შემდეგ, პატარა ფითილი ჩამოაჭრეს ხატის წინ ანთებული საკმევლიდან და ქალს უთხრეს რომ გადაეყლაპა.
ძლიერი რწმენით შეპყრობილს ერთი წამიც არ უყოყმანია მიიღო ის.
ამ მოვლენის შემდეგ წყვილმა მალე შეიტყო, რომ მშობლები გახდებოდნენ.
გახარებულმა კაცმა ტაქსის მძღოლს დაურეკა და უთხრა, რომ სირიაში მოვდივარ, რათა აღთქმული გასამრჯელო შენც მოგცე და მონასტერსაც შევწირო ის, რაც ვთქვი.
შეფიქრიანდა ტაქსის მძღოლი. ეს 20 000 კაია კი. მარა მაგას კიდევ 80 000 ექნება თან. ისიც უნდა ჩავიგდო ხელში როგორმე. მოელაპარაკა ორ ძმაკაცს.
იმ დღეს, როცა მგზავრს დახვდნენ და გახარებულმა მას ოცი ათასი გადასცა, მის მხლებლებს ეუბნება:
- იმდენად ბედნიერი ვარ, რომ გადავწყვიტე თქვენც მოგცეთ თითეულს ათი ათასი დოლარიო.
მაგრამ სიხარბით დაბრმავებულებმა, მას თავში რკინის მძიმე ნაჭერი ჩაარტყეს და გათიშეს. მერე სხეული დაანაწევრეს ერთ ტომარაში ჩაყარეს და მანქანის უკანა საბარგულში ჩააგდეს. გზაში გაუფუჭდათ ტაქსი. ამ დროს ერთმა სირიელმა გამოიარა.
- მოხმარება ხომ არ გინდათ მეგობრებო?
- არა, არაფერია.
მგზავრმა შეამჩნია, რომ უკანა საბარგულიდან სისხლი წვეთავდა და მილიციას გამოუძახა. გახსნეს საბარგული და რას ხედავს დანაწევრებული " მიცვალებული " საღ- სალამათი გადმოხტა იქიდან. სამივე დამნაშავე ჭკუაზე აიჭრა თურმე.
კაცს სისხლიანი იყო მთლიანად და ნაკერები ეტყობოდა.
- ღვთისმშობელმა მოახდინა ეს სასწაული მის შვილთან ერთად. განუცხადა პოლიციას, რომლებმაც სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში.
იქ, ექიმებმა დაადასტურეს რომ საღ- სალამათი იყო.
არაფერი არ აწუხებდა, მხოლოდ ნაკერები ეტყობოდა მის სხეულს.
ამ ამბავმა შეძრა მთელი სირია.
უამრავი მეცნიერი, პროფესორი, ექიმი შეეცადა ამ მოვლენის ახსნას, მაგრამ უშედეგოდ.
ფსიქიატრიულში მოთავსებული სამი დამნაშავე კი, რომელიც სხვათაშორის, თვით არაბეთის შეიხმაც მონახულა. ჯიუტად იმეორებდნენ,
რომ ის მოკლეს, მერე დაანაწევრეს და ასე ჩაყარეს ტომარაში.
ათასობით მომლოცველი ჩამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან! მათ შორის არის ასობით მუსლიმანი, რომლებიც ყოველი საჭიროებისას მიმართავენ ღვთისმშობლის მადლს და აღიარებენ მის უთვალავ სასწაულებს თავად და წერილობით.
ხატი გახლავთ სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემწე უშვილო წყვილთათვის."
0
223
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0