სხვა ვიდეო: დონალდ ტრამპზე თავდასხმა მოხდა 14 ივლისი, 14:28 დონალდ ტრამპს პენსილვანიაში სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. ბატლერში ტრამპის სიტყვის გამოსვლისას სროლის ხმები გაისმა. მან სიტყვა შეწყვიტა და სცენა დატოვა. პოლიტიკოსს ყური სისხლიანიქონდა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ტრამპი, რომელსაც სახე დასისხლიანებული ჰქონდა, სცენიდან დაცვამ გააცილა. მანამდე მან რამდენჯერმე მუშტი აჩვენა კამერას, შემდეგ კი აქცია ავტოკოლონით დატოვა. ყოფილი პრეზიდენტის თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს. მომხდარზე გამოძიება ახლა დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით, მცდელობა 20 წლის პენსილვანიელმა თომას მეთიუ კრუკსმა ჩაიდინა. ის იმყოფებოდა ახლომდებარე შენობის სახურავზე, ღონისძიების ზონის გარეთ და დაახლოებით რვაჯერ ისროლა AR-15 შაშხანიდან. მიზეზები, რამაც აიძულა კრუქსი მკვლელობის მცდელობისკენ, ჯერ არ არის დადგენილი. ამასთან, NBS-ის გამოცემამ უკვე განაცხადა, რომ მსროლელს უცხო ქვეყნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
31 1-ს მოსწონს
|