x
image
თამილა გურაშვილი
ომი სასმელი წყალისთვის, რომელშიც დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ჩაერთვება
image



სამხრეთ აზიის რეგიონის ტრაგედია არის ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო მდინარე სათავეს იღებს ჩინეთის მიერ კონტროლირებად ტიბეტის პლატოზე.



ზოგადად, ეს რეგიონი იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს დიდი რაოდენობით გაღვივებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რომელიც ელოდება ნაპერწკალს, რომ ცეცხლი აგიზგიზდეს. ეს ნაპერწკალი შეიძლება გახდეს ბრძოლა XXI საუკუნის ყველაზე ღირებული რესურსისთვის - სუფთა წყალისთვის.



2050 წლისთვის ჩინეთი გეგმავს ექსპლუატაციაში შეიყვანოს 87000 – მდე კაშხალი, რომლებიც გამოიმუშავებენ 352 გიგავატ ენერგიას, რაც აჭარბებს ბრაზილიის, კანადისა და შეერთებული შტატების კომბინირებული მოთხოვნებს. ეს გამოწვეულია ურბანიზაციის სწრაფი ტემპით და მოსახლეობის ზრდის ტემპით რეგიონში.




ამრიგად, 50 წლისთვისს 4 მილიარდი ადამიანი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ხელისუფლების განწყობაზ. ამან შეიძლება წარმოქმნას წარმოუდგენელი ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რაც შეიძლება სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს.ჩინეთის იმპერია მიიღებს ზეწოლის წარმოუდგენელ ბერკეტს, გადაკეტოს მდინრეების მიმართულება.



ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ ჯენტლმენური შეთანხმება და გაგება ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე საერთო კონტროლის შესახებ, რომელთა შესრულებაზე არაა ვალდებული ყველა ქვეყანა.



ცხადია, რომ მსოფლიოში გაჩნდა საჭიროება წყლის რესურსების გამომუშავების კომპლექსური პოლიტიკის შექმნისა, რადგან 30 წლის შემდეგ, გაეროს შეფასებით, დედამიწაზე სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი შეიქმნება.





0
863
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0