x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: ილინოისის შტატში ამაზონის საწყობს ტორნადო დაატყდა თავს

image

ილინოისის შტატში ამაზონის საწყობს ტორნადო დაატყდა თავს. შემთხვევა ქალაქ ედვარდსვილში მოხდა. ტელეარხის FoxNews-ის ცნობით, შედეგად ნანგრევების ქვეშ 50-დან 100-მდე ადამიანი აღმოჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მანამდე მეტეოროლოგებმა გააფრთხილეს, რომ ტორნადო მოსალოდნელია არკანზასის, კენტუკისა და ილინოისის შტატებში რამდენიმე ოლქში.

მანამდე გავრცელდა, რომ შაჰინის ტროპიკულმა შტორმმა ომანსა და ირანში ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0