სხვა ჩინეთის ხელისუფლბამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა 2020, 12 მარტი, 16:37 ჩინეთის ჯანმრთელობის კომიტეტის სპიკერმა, მი ფენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოროვირუსული ეპიდემიაის პიკი დასრულდა. მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში ჩინეთის ჰუბაის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანის გარდა, არცერთი Covid-2019-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დასახელებული პროვინციის მიღმა დარეგისტრირდა შვიდი ახალი შემთხვევა, რომელთაგან ექვსი შეტანილია. ”ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ, ზოგადად, ქვეყანამ ეპიდემიის ტალღის მწვერვალი უკვე გაიარა.” - თქვა მი ფენმა. 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ვუჰანში პნევმონიის განვითარების მიზეზი. დაავადების გამომწვევი არის კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელსაც ოფიციალური სახელი აქვს Covid-2019-ი. 1068 2-ს მოსწონს
|