x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას ამბობს ინდოელი ნათელმხილველი 2022 წლის გლობალური ცვლილებების შესახებ
image
2022 წლის თარიღში ძალიან ბევრი ორიანია და მასში არის რაღაც მაგიური. წელს, თარიღი ხუთი ორიანით ხუთჯერ დაემთხვევა და ექვსი ორიანით ერთხელ. ბევრი ასტროლოგი დარწმუნებულია, რომ ეს წელი ყველასთვის განსაკუთრებული იქნება. ინდოელმა ნათელმხილველმა არჩენამ გააკეთა პროგნოზი თუ რას უნდა ველოდოთ 2022 წელს.


- ენერგია - ნათელმხილველი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ახალი რეალობა დაპროგრამებულია უმაღლეს სამყაროებში და დაფუძნებულია უმაღლეს ვიბრაციებზე. მისი თქმით, ახლა სამყარო სავსეა უარყოფითი ენერგიით და ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, ოჯახში, სამსახურში და სხვა. ამ ყველაფრის თავიდან აცილება მომავალ წელს შეუძლებელია, რადგან, ამ გზით ხდება რეალობის რესტრუქტურიზაცია.


ერთადერთი, რაც შეიძლება, არის გონებრივად მომზადება მომავალი ტურბულენტობისთვის, რომელიც მოხდება ამ პლანეტის ყველა ადამიანის ცხოვრებაში. აუცილებელია, გამოავლინოთ ძალა, გამძლეობა, რათა, მზად იყოთ განსაცდელისთვის.


ამ მასშტაბის მოვლენები დედამიწის გარეთაც მოხდება. 2022 წელს მოხდება ფენომენი, რომელიც მხოლოდ 800 წელიწადში ერთხელ ხდება – ვარსკვლავები და ციური სხეულები კვადრატში განლაგდება.



- ეკონომიკა - არჩენა ვერ ხედავს გლობალურ ცვლილებებს რუსეთის ეკონომიკაში, ყველაფერი იმავე დონეზე დარჩება. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათზე გავლენას მოახდენს ციური სხეულების მდებარეობა. 2022 წელს, პლანეტები და მნათობები ჯვრის მსგავსად განლაგდება, რის შემდეგაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა დიდად დაზარალდება, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში, რომელთა ეკონომიკა ძლიერ არის დაკავშირებული ვაჭრობასთან.


- ეკოლოგია - ეკოლოგიის კუთხით, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, ამტკიცებს ინდოელი ნათელმხილველი. მისი აზრით, 2022 წელს ძლიერი წყალდიდობაა მოსალოდნელი, რაც მსოფლიოს აქამდე არასდროს უნახავს. არჩენა გვირჩევს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სანაპირო რაიონებში, იპოვონ უფრო უსაფრთხო ადგილი საცხოვრებლად.


გარდა ამისა, მოსალოდნელია საკმაოდ ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა, რაც გამოიწვევს მასშტაბურ განადგურებას და ტყის ხანძრებს მთელს მსოფლიოში.


- სიმშვიდე არ იქნება - არჩენას თქმით, კაცობრიობა ახლა არასტაბილურობის პერიოდში შედის, ამიტომ უახლოეს მომავალში მშვიდობას ნუ ელოდებით. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ხდება, აუცილებელია გვქონდეთ შინაგანი დიალოგი უფალთან და უნდა გაზარდოთ სულიერება, ამბობს ნათელმხილველი. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ და შემდეგ ყველაფერი მოგვარდება ხელსაყრელი გზით.



0
2112
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0