x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაღაც ეგეთი ხდება ახლა… აანონსებს"- რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მსახიობის ანტირუსულ პროტესტზე ვასილ ჩიგოგიძის რეაქცია 37-იან წლებს აგონებს:


"მსახიობის ანტირუსულ პროტესტზე რომ ქოცური მესიჯებით განცხადებებს აკეთებინებენ თეატრალებს, 37-იან წლებს არ გაგონებთ? კოლეგებს რომ გმობდნენ და კოლექტიურ წერილებს და კრებებს უძღვნიდნენ? პასუხისმგებლობას რომ კოლექტიურად ითხოვდნენ? რაღაც ეგეთი ხდება ახლა… რაღაც ეგეთი სულისკვეთებით აგმობინებენ თავისუფალ ადამიანებსაც, ვინც ხელისუფლებასთან და პარტიასთან არაა, ის რომ მტერია – სუფთა ბოლშევიკური სულისკვეთება!


თუ ხვალ რომელიმე მსახიობი იგივეს გაბედავს, სცენიდან ყურით გამოვათრევ” – აანონსებს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი."- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი პირველად ვასო აბაშიძის თეატრში გააპროტესტეს, პროტესტს მალევე არა ერთი მსახიობი შეუერთდა. მსახიობების რეაქციას ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძეც გამოეხმაურა და განაცხადა რომ ის ყურით გაათრევს დასიდან იმ მსახიობებს, ვინც რუსულ კანონს გააპროტესტებს:


"ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ ხელს. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის მადლობა გადავუხადო", – განაცხადა ჩიგოგიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.







0
348
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
348