x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ბადრი ესებუა ვიპოვეთ" - რა ფოტოებს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, გუშინ, ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პირდაპირ ჩართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხუმრობით აღნიშნავს რომ "ენმ"-ეს ლიდერის უკანა ფონზე კარავში წამოწოლილ ერთ - ერთ მოშიმშილეში ბადრი ესებუა ამოიცნო:


"ბადრი ესებუა ვიპოვეთ, Nika Melia ერთვებოდა ეკა მიშველაძეს და კარავში წოლილა ბადრი", - წერს ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და საკუთარი სიტყვების დასტურად გადაცემიდან სქრინებს აზიარებს.


imageimage


შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარი მოითხოვა.


რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ, დამნაშავე ბანკიდან სამ მძევალთან ერთად გავიდა და ტერიტორია პოლიციის მანქანით დატოვა. დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ გალდავამ, რომელიც თავდამსხმელთან მოელაპარაკებებს აწარმოებდა, ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს თან გაჰყვა. მოგვიანებით დამნაშავემ მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და ადგილიდან მიიმალა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჰყავდათ, როგორც 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. ესებუა ამ დრომდე არ დაუკავებიათ.




0
2881
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2881