x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იუმორით ნათქვამი სრული ჭეშმარიტება

image


სახლი დავალაგე... ადრე ყველაფერი თავის ადგილზე ეყარა, ახლა – კარგად ალაგია, მაგრამ სად – არავინ იცის...

***

მომისმინე, შენ უკვე დიდი, 25 წლის, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. შენს მაგივრად ყველაფერი, შენმა ცოლმა უნდა გადაწყვიტოს და არა დედამ!

***

არსებობს აზრი, რომ კატა და წვრთნა – ორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი გაგებაა. თუმცა, სინამდვილეში, საქმე სხვაგვარადაა – ჩემმა კატამ 2 დღეში გამწვრთნა.

***

დროთა განმავლობაში, კოსმეტიკური ჩანთა, საშინაო აფთიაქად გადაიქცევა ხოლმე.

***

როდესაც ადამიანი კვდება, მან ამის შესახებ არ იცის და მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ სხვებისთვის არის მძიმე გადასატანი. იგივე ხდება, თუ ადამიანი სულელია...

***

ხელოვნური ინტელექტი – არაფერია, ბუნებრივ უგუნურობასთან შედარებით!

***

ცხოვრება ძალიან უსამართლოა! მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ! ისიც, ცოტა ხანს. თან, ისე არა, როგორც გვინდა... და იქ არა, სადაც გვინდა...

***

სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლი ამ სიტყვებით უნდა იწყებოდეს: «თუ დაიჭერთ, მაშინ...»

***

ყველაზე რთული უსაქმურობაში ის არის, რომ შეჩერება და დასვენება შეუძლებელია.

***

ძვირფასო, მე არასოდეს მომიტყუებიხარ: ვაჭარბებდი, სათქმელს ბოლომდე არ ვამბობდი, ვეშმაკობდი, პასუხს თავს ვარიდებდი, თავს გაჩვენებდი, ვფანტაზიორობდი, მაგრამ მოტყუება? – არა!

***

შეეცადეთ, ერთი დღე მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოთ... და საღამოსთვის – უმუშევარი, მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული, ტრავმატოლოგიურის რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდებით!!!

***

აი გავალ პენსიაზე და ორშაბათობით, დილის 7 საათზე ქუჩაში გავალ... ვუყურებ, თუ როგორ მიდიან სხვები სამუშაოზე და იტანჯებიან...

***

სამოსზე იარლიყი საჭიროა, რომ მისი მოვლის წესები ვიცოდეთ – ასე, მოსახლეობის მხოლოდ 1% თვლის. ხოლო, დანარჩენი – 99%, მისი დახმარებით, ჩაცმის დროს, ნივთის წინა და უკანა მხარეებს არჩევს...

***

ქმარს ვურეკავ. 5-ჯერ დავურეკე... არ მიპასუხა. მივწერე შეტყობინება: «ძვირფასო, შენი მანქანა გავკაწრე». და 7 წუთის შემდეგ, უკვე 113 გამოტოვებული ზარი მაქვს...

***

ადამიანებისგან განსხვავებით, კატები მხოლოდ საკუთარ უკანალს ლოკავენ...

***

– რა გიშლით ხელს, რომ ის იყოთ, რაც ხართ?

– ეტიკეტის წესები და სისხლის სამართლის კოდექსი...


გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ბურუსით მოცული წინასწარმეტყველება, რომელიც უძლიერესი სამეფოს დაცემის მიზეზი გახდა

* რატომ განსაზღვრავდა ნივთის ფასს, მისი ფერი და სხვა საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ

* სურათები რუბრიკიდან – "ამოიცანი საკუთარი თავი"

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
291
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0