საზოგადოება იუმორით ნათქვამი სრული ჭეშმარიტება 11 აპრილი, 13:33 სახლი დავალაგე... ადრე ყველაფერი თავის ადგილზე ეყარა, ახლა – კარგად ალაგია, მაგრამ სად – არავინ იცის... ***მომისმინე, შენ უკვე დიდი, 25 წლის, დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. შენს მაგივრად ყველაფერი, შენმა ცოლმა უნდა გადაწყვიტოს და არა დედამ! ***არსებობს აზრი, რომ კატა და წვრთნა – ორი, ერთმანეთთან შეუთავსებელი გაგებაა. თუმცა, სინამდვილეში, საქმე სხვაგვარადაა – ჩემმა კატამ 2 დღეში გამწვრთნა. ***დროთა განმავლობაში, კოსმეტიკური ჩანთა, საშინაო აფთიაქად გადაიქცევა ხოლმე.
***როდესაც ადამიანი კვდება, მან ამის შესახებ არ იცის და მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, მხოლოდ სხვებისთვის არის მძიმე გადასატანი. იგივე ხდება, თუ ადამიანი სულელია... ***ხელოვნური ინტელექტი – არაფერია, ბუნებრივ უგუნურობასთან შედარებით! ***ცხოვრება ძალიან უსამართლოა! მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ! ისიც, ცოტა ხანს. თან, ისე არა, როგორც გვინდა... და იქ არა, სადაც გვინდა...
***სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი მუხლი ამ სიტყვებით უნდა იწყებოდეს: «თუ დაიჭერთ, მაშინ...» ***ყველაზე რთული უსაქმურობაში ის არის, რომ შეჩერება და დასვენება შეუძლებელია. ***ძვირფასო, მე არასოდეს მომიტყუებიხარ: ვაჭარბებდი, სათქმელს ბოლომდე არ ვამბობდი, ვეშმაკობდი, პასუხს თავს ვარიდებდი, თავს გაჩვენებდი, ვფანტაზიორობდი, მაგრამ მოტყუება? – არა!
***შეეცადეთ, ერთი დღე მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოთ... და საღამოსთვის – უმუშევარი, მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული, ტრავმატოლოგიურის რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდებით!!!
***აი გავალ პენსიაზე და ორშაბათობით, დილის 7 საათზე ქუჩაში გავალ... ვუყურებ, თუ როგორ მიდიან სხვები სამუშაოზე და იტანჯებიან... ***სამოსზე იარლიყი საჭიროა, რომ მისი მოვლის წესები ვიცოდეთ – ასე, მოსახლეობის მხოლოდ 1% თვლის. ხოლო, დანარჩენი – 99%, მისი დახმარებით, ჩაცმის დროს, ნივთის წინა და უკანა მხარეებს არჩევს... ***ქმარს ვურეკავ. 5-ჯერ დავურეკე... არ მიპასუხა. მივწერე შეტყობინება: «ძვირფასო, შენი მანქანა გავკაწრე». და 7 წუთის შემდეგ, უკვე 113 გამოტოვებული ზარი მაქვს... ***ადამიანებისგან განსხვავებით, კატები მხოლოდ საკუთარ უკანალს ლოკავენ... ***– რა გიშლით ხელს, რომ ის იყოთ, რაც ხართ? – ეტიკეტის წესები და სისხლის სამართლის კოდექსი... გაგრძელება >>>არხის სხვა სიახლეები:* ბურუსით მოცული წინასწარმეტყველება, რომელიც უძლიერესი სამეფოს დაცემის მიზეზი გახდა* რატომ განსაზღვრავდა ნივთის ფასს, მისი ფერი და სხვა საინტერესო ფაქტები ფერების შესახებ* სურათები რუბრიკიდან – "ამოიცანი საკუთარი თავი"* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?290 2-ს მოსწონს
|