სხვა ასე გამოიყურება ირანი პოლიტიკის, დევნის და სანქციების გარეშე 2024, 8 აპრილი, 14:19 ირანის მოსახლეობა 82, 5 მილიონი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ტურისტული ინტერესი გაიზარდა – მუსულმანებს წმინდა ადგილი აინტერესებთ, სხვებს უძველესი ძეგლები იზიდავთ – ქვეყანას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ვერ ვუწოდებთ.
გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ირანის ჯადოსნური და მომხიბვლელი ფოტოები.
დიდი ბაზარი ესფაჰანში, სიდიდით ქვეყნის მესამე ქალაქში. შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში. მე–14 საუკუნეში აშენდა. შეიხ სეფი ად–დინის მავზოლეუმში. მავზოლეუმის ინტერიერი, რომელიც შეიხის ვაჟმა მე–14 საუკუნეში ააგო, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათი ნიმუშია. კაცი აბრეშუმის ნიმუშს ქსოვს საქსოვ დაზგაზე იეზდიში. იეზდი – ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. პირველი წერილობითი ხსენება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–3 ათასწლეულით. მოთხილამურე ადის ზაგროსის ერთ–ერთ მწვერვალზე – თანამედროვე ირანის უდიდესი ქედი. კრამიტით მოპირკეთებული კედელი ქალაქ შირაზში ნასირ არ–მულქის მეჩეთში. ვარდების მეჩეთი, როგორც მას უწოდებენ, მე–19 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ხედი ზემოდან ირანის სამხრეთ სანაპიროზე. ჩაის სახლი ქალაქ ქერმანში. პარასკევის მეჩეთი ან ჯამის მეჩეთი ქალაქ ესფაჰანში. მეჩეთის მშენებლობა 771 წელს დაიწყო, მაგრამ მშენებლობა მთლიანად დასრულდა მე–20 საუკუნეში. დიდი ბაზარი ქალაქ ესფაჰანში. ქალები პარასკევის ლოცვის დროს იმამის მეჩეთში, რომელიც მე–17 საუკუნეში აშენდა. ტურისტებს იზიდავს შენობის უნიკალური აკუსტიკა – ყველაზე შორეული კუთხიდან ჩურჩულის მოსმენა, როდესაც ნებისმიერი ხმა ან შრიალი შენობაში ექოსავით ისმის. ქურთების სოფელი პალანგანი. სახლები ქვედა სახლების სახურავზეა აგებული. წინა სახლების სახურავები ეზოდ გამოიყენება. შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში. ძველი სპარსეთის ქალაქ პერსეპოლისში სასახლის ნანგრევები, რომელიც წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში. ქალები ლოცულობენ რამადანის წმინდა თვის ბოლოს, თეირანში. თუთიყუში ელოდება მორიგ კლიენტს, რომ „ჰაფიზის მიხედვით უწინასწარმეტყველოს“. ჰაფიზ შირაზი მე–14 საუკუნის სპარსელი პოეტია, რომელსაც დღემდე პატივს სცემენ და ირანში ძალიან უყვართ. მისი მავზოლეუმის მახლობლად არიან ბედის ვაჭრები – თუთიყუში ირჩევს კონვერტს ჰაფიზის ნაწარმოებების ციტატებით. თეირანში გოლესტანის სასახლეში, რომელიც მე–16 საუკუნეში აშენდა. გოლესტანს მარმარილოს სასახლესაც უწოდებენ, ხოლო თარგმანში მისი სახელი ნიშნავს „ვარდების სასახლეს“. სულთან ამირ აჰმედის ტრადიციული აბანოს სახურავები ქალაქ ქაშანში. აშენდა მე–16 საუკუნეში. სათხილამურო კურორტი დიზინი თეირანის ჩრდილოეთით. საფეხმავლო თაღოვანი ხიდი მდინარე ზაიანდეზე. ხიდი აშენდა მე–17 საუკუნეში. სომხური გუნდი ქალაქ ესფაჰანში, ჯულფის გარეუბანში. ქალაქ ესფაჰანში წმინდა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვანკის ტაძარი. სომხურ ენაზე „ვანკი“ ნიშნავს „მონასტერს“ ან „სავანეს“. სფინქსის რელიეფური სკულპტურა პერსეპოლისის სასახლის ერთ–ერთ შემორჩენილ კედელზე. აზადის კოშკი ან თავისუფლების კოშკი, თეირანის არქიტექტურული სიმბოლო, რომელიც აშენდა 1971 წელს სპარსეთის იმპერიის 2500 წლისთავის პატივსაცემად. ხედი ძველ ქალაქ ბამზე. მამაკაცები ჩილიმის ბარში, ესფაჰანში. კიბე ქალაქ პერსეპოლისში. ასევე დაგაინტერესებთ: 20 წარმოუდგენელი რამ, რაც შეგიძლიათ ნახოთ ისლანდიაში 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 389 შეფასება არ არის |