სხვა ასე გამოიყურება ირანი პოლიტიკის, დევნის და სანქციების გარეშე 8 აპრილი, 14:19 ირანის მოსახლეობა 82, 5 მილიონი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ტურისტული ინტერესი გაიზარდა – მუსულმანებს წმინდა ადგილი აინტერესებთ, სხვებს უძველესი ძეგლები იზიდავთ – ქვეყანას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ვერ ვუწოდებთ.
გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ირანის ჯადოსნური და მომხიბვლელი ფოტოები.
![]() დიდი ბაზარი ესფაჰანში, სიდიდით ქვეყნის მესამე ქალაქში. ![]() შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში. მე–14 საუკუნეში აშენდა. ![]() შეიხ სეფი ად–დინის მავზოლეუმში. მავზოლეუმის ინტერიერი, რომელიც შეიხის ვაჟმა მე–14 საუკუნეში ააგო, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათი ნიმუშია. ![]() კაცი აბრეშუმის ნიმუშს ქსოვს საქსოვ დაზგაზე იეზდიში. იეზდი – ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. პირველი წერილობითი ხსენება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–3 ათასწლეულით. ![]() მოთხილამურე ადის ზაგროსის ერთ–ერთ მწვერვალზე – თანამედროვე ირანის უდიდესი ქედი. ![]() კრამიტით მოპირკეთებული კედელი ქალაქ შირაზში ნასირ არ–მულქის მეჩეთში. ვარდების მეჩეთი, როგორც მას უწოდებენ, მე–19 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ![]() ხედი ზემოდან ირანის სამხრეთ სანაპიროზე. ![]() ჩაის სახლი ქალაქ ქერმანში. ![]() პარასკევის მეჩეთი ან ჯამის მეჩეთი ქალაქ ესფაჰანში. მეჩეთის მშენებლობა 771 წელს დაიწყო, მაგრამ მშენებლობა მთლიანად დასრულდა მე–20 საუკუნეში. ![]() დიდი ბაზარი ქალაქ ესფაჰანში. ![]() ქალები პარასკევის ლოცვის დროს იმამის მეჩეთში, რომელიც მე–17 საუკუნეში აშენდა. ტურისტებს იზიდავს შენობის უნიკალური აკუსტიკა – ყველაზე შორეული კუთხიდან ჩურჩულის მოსმენა, როდესაც ნებისმიერი ხმა ან შრიალი შენობაში ექოსავით ისმის. ![]() ქურთების სოფელი პალანგანი. სახლები ქვედა სახლების სახურავზეა აგებული. წინა სახლების სახურავები ეზოდ გამოიყენება. ![]() შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში. ![]() ძველი სპარსეთის ქალაქ პერსეპოლისში სასახლის ნანგრევები, რომელიც წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში. ![]() ქალები ლოცულობენ რამადანის წმინდა თვის ბოლოს, თეირანში. ![]() თუთიყუში ელოდება მორიგ კლიენტს, რომ „ჰაფიზის მიხედვით უწინასწარმეტყველოს“. ჰაფიზ შირაზი მე–14 საუკუნის სპარსელი პოეტია, რომელსაც დღემდე პატივს სცემენ და ირანში ძალიან უყვართ. მისი მავზოლეუმის მახლობლად არიან ბედის ვაჭრები – თუთიყუში ირჩევს კონვერტს ჰაფიზის ნაწარმოებების ციტატებით. ![]() თეირანში გოლესტანის სასახლეში, რომელიც მე–16 საუკუნეში აშენდა. გოლესტანს მარმარილოს სასახლესაც უწოდებენ, ხოლო თარგმანში მისი სახელი ნიშნავს „ვარდების სასახლეს“. ![]() სულთან ამირ აჰმედის ტრადიციული აბანოს სახურავები ქალაქ ქაშანში. აშენდა მე–16 საუკუნეში. ![]() სათხილამურო კურორტი დიზინი თეირანის ჩრდილოეთით. ![]() საფეხმავლო თაღოვანი ხიდი მდინარე ზაიანდეზე. ხიდი აშენდა მე–17 საუკუნეში. ![]() სომხური გუნდი ქალაქ ესფაჰანში, ჯულფის გარეუბანში. ![]() ქალაქ ესფაჰანში წმინდა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვანკის ტაძარი. სომხურ ენაზე „ვანკი“ ნიშნავს „მონასტერს“ ან „სავანეს“. ![]() სფინქსის რელიეფური სკულპტურა პერსეპოლისის სასახლის ერთ–ერთ შემორჩენილ კედელზე. ![]() აზადის კოშკი ან თავისუფლების კოშკი, თეირანის არქიტექტურული სიმბოლო, რომელიც აშენდა 1971 წელს სპარსეთის იმპერიის 2500 წლისთავის პატივსაცემად. ![]() ხედი ძველ ქალაქ ბამზე. ![]() მამაკაცები ჩილიმის ბარში, ესფაჰანში. ![]() კიბე ქალაქ პერსეპოლისში. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 20 წარმოუდგენელი რამ, რაც შეგიძლიათ ნახოთ ისლანდიაში 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 385 შეფასება არ არის |