x
image
Yoona
Mediator image
10 რამ, რაც სასტუმროს დამლაგებლებს სურთ გადასცენ სტუმრებს, მაგრამ ვერ ბედავენ
დამლაგებლებს მთელ მსოფლიოში უწევთ ბევრ ნიუანსთან შეგუება სამსახურში: მცირე უსიამოვნებიდან სერიოზულ შემთხვევამდე.



image



Business Insider-მა, სრული ანონიმურობის პირობით, გამოკითხა სასტუმროს თანამშრომლები და მათაც გაუზიარეს თავიანთი განცდები და დაასახელეს 10 რამ, რისი თქმაც ნამდვილად სურთ სტუმრებისთვის, რომ არა ოფიციალური მითითებები და მენეჯმენტის გაბრაზების შიში.



„გთხოვთ, არ დატოვოთ ტელევიზორი ჩართული, როცა წახვალთ, - ამბობს Hampton Inn-ის დამლაგებელი, - მისი ხმის გამო ვერ ვხვდებით, არის თუ არა ვინმე ოთახში და შეგვიძლია თუ არა დალაგების დაწყება. გვიწევს დავუკავშირდეთ ადმინისტრატორებს, რომლებიც ყოველთვის დაკავებულნი არიან. ასევე არ დატოვოთ ნომერზე ნიშანი „არ შემაწუხოთ“, როცა სასტუმროდან გადიხართ“.

image



„გთხოვთ, არ შეიღებოთ თმა სასტუმროს ნომრებში! საათზე მეტი სჭირდება აბაზანის გაწმენდას, რომ პირვანდელი სითეთრე დაუბრუნდეს“ - ამბობს კიდევ ერთი მოახლე Hampton Inn-ის ერთ-ერთი სასტუმროდან.


image



„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ და (განსაკუთრებით ცხელ ქვეყნებში) არაფერი სჯობს ცივი სასმლის ან ნაყინის მიღებას სმენის დროს. თუ გსურთ, მომსახურე პერსონალს ასიამოვნოთ, წასვლისას მაცივარში დატოვეთ ხელუხლებელი ტკბილეული ან ბოთლი სოდიანი“ - გვირჩევს ავსტრალიური სასტუმროს ყოფილი დამლაგებელი.

image



„ამაზე მინიშნებაც არ არის, მაგრამ სასიამოვნოა, როცა სტუმარი წასვლის წინ თეთრეულს ხსნის. კარგია, თუ ყველა გამოყენებულ პირსახოცს ერთად უყრიან თავს. ეს დროს გვიზოგავს მოახლეებს, რომლებიც ვალდებული არიან მკაფიოდ განსაზღვრულ ვადაში შეასრულონ დასუფთავების კვოტა“ - ამბობს Holiday Inn-ის სასტუმროს დამლაგებელი.

image



„თუ საწოლზე გეძინათ, საჭირო არ არის, სრულყოფილად მოაწესრიგოთ წასვლამდე. პერსონალმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ხელუხლებელი დარჩა და თეთრეულს გამოცვლა საჭირო არ არის“ - აფრთხილებს ყოფილი მოახლე ერთ-ერთი ავსტრალიური კურორტიდან.

image



„ხშირად, როცა სანაგვე ურნას ნაგვით ავსებენ, შემდეგ ნაგავს უკვე იატაკზე ყრიან. სჯობს მოითხოვოთ რამდენიმე ურნა: ისინი ყოველთვის მზად არიან დაგეხმაროთ ოთახის სისუფთავის დაცვაში“ - ამბობს დამლაგებელი Hampton Inn-დან.

image



„თუ გსურთ, საქმე ოდნავ გაგვიმარტივოთ, მთელი ნაგავი ერთ ადგილას შეაგროვეთ, რომ მოსამსახურეს არ მოუწიოს ოთახში სირბილი და შეგროვება. ასე დიდ დროს დავზოგავთ“ - გვიზიარებს Quality Inn-ის თანამშრომელი.

image



„ხშირია შემთხვევა, როცა დიაბეტით დაავადებული სტუმრები გამოყენებულ ინსულინის შპრიცებს შეფუთვის გარეშე ყრიან სანაგვე ურნაში. ერთხელ პირადად ასეთი ნემსი თითში ვიჩხვლიტე და 6 თვე სისხლის ანალიზს ვაბარებდი და წამლებს ვსვამდი, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ არაფერი დამემართა“ - ამბობს მოახლე სასტუმროდან Hampton Inn.

image



„გთხოვთ, გამოიყენეთ ნიშანი „არ შემაწუხოთ“, თუ ნამდვილად არ გსურთ, ვინმემ შეგაწუხოთ. რამდენჯერ მიყვირეს იმის გამო, რომ დალაგების ნაცვლად სიმშვიდეში ყოფნა სურდათ, მაგრამ შესაბამისი ნიშნის დადებაზე თავი არ შეიწუხეს“ - ამბობს Hampton Inn-ის კიდევ ერთი დამლაგებელი.

image



„ვიცი, რომ ჩვენ მხოლოდ მომსახურე პერსონალი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი თქვენს ენაზე კარგად ვერ საუბრობს. ვიცი, რა უხერხულობას გიქმნით მოახლის გამოჩენა თქვენს ნომერში. მაგრამ ეს ჩვენი საქმეა, სტუმრებზე და ნომრების კომფორტზე ზრუნვა“ - გვიზიარებს Hampton Inn-ის დამლაგებელი.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

24 წარმოუდგენელი სასტუმრო, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით

რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?

როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება

ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ

18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს


0
238
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
238