x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა გასულ წელს ჩაქვში, აუზში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი 5 წლის ბავშვის მამა
image

ნათესავები და მეგობრები ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპულ ქუთაისელ გიორგი ჯაილავას ემშვიდობებიან. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ავტოავარიაში გარდაიცვალა.



"შარშან შვილი დაეღუპა, ახლა თვითონ" - წერს სოციალურ ქსელში გვერდი Info Imereti.



„გიო, როგორ მენანები ჩემო მხიარულო ბიჭო. თეა, არ ვიცი რა ვთქვა, რით განუგეშო. გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა ყველას. გიორგი, დანი...“





"ღმერთო, როგორი ტკივილია და სიმწარე. გაანათლე უფალო გიორგის სული და დაუმკვიდრე მას ცათა სასუფეველი"...



"ენით აღუწერელი ტრაგედია. ღმერთო, გაანათლე გიორგის სული, იქ მაინც იქნებიანერთად მამა-შვილი.ოჯახს გააძლებიე უფალო"...



შეგახსენებთ, შარშან 2023 წლის 18 ივლისს, ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.



„პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...


ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობენ ბანაობას… რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?", - წერდა სოციალურ ქსელში მარიამ სურგულაძე.

0
87
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0