x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
წარმატებულ დღეს, ჯანსაღ ცხოვრებას და ჯანსაღ კვებას გისურვებთ
image
საკვები ადამიანებისთვის, ისევე როგორც ნადირ-ფრინველებისთვის აუცილებელია სასიცოცხლო ფუნქციის შესანარჩუნებლად.


თუმცა კვებასაც და საკვებსაც გააჩნია, ერთ ჯერზე ნახევარ გოჭს, რომ მიირთმევ და ზედ ათასგვარ ნუგბრს დააყოლებ უნდა იცოდე, რომ უამრავი სახის და ფორმის ჯანმრთელობის პრობლემასთან მოგიწევს ახლო მომავალში გამკლავება.


ეს იქნება გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი, ჰემოროი თუ შაქრიანი დიაბეტი, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი კვების და რაციონის გამო ირღვევა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ბალანსი და ორგანიზმში მკურნალობის გარეშე შეუქცევადი მძიმე პროცესები იწყება.

სწორედ ამიტომაა საჭირო საკვების ულუფებად მიღება დღის განმავლობაში და სულაც არაა საჭირო თუნდაც დატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ ერთხელ მიირთვათ, მაგრამ მთელი დღის სამყოფი ერთ ჯერზე.


პირადად არ ვეკარები სწრაფი კვების ობიექტებს, მცირე ულუფებად ვიღებ საკვებს დღეში რამდენიმეჯერ და 186 სანტიმეტრი სიმაღლის პირობებში ჩემი ტაბილური წონაა 80-83 კგ, შესაბამისად თავს იდეალურად ვგრძნობ.

ბევრჯერ შესწრებიხართ ალბათქორწილებში ადამიანებს, რომლებთან ახლოს ჯდომა უხერხულობას გიქმნით მათ მიერ უზომო რაოდენობის საკვების მიღების გამო. მერე ასეთი ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემების გამო ათასგვარ დიეტას მიმართავენ უშედეგოდ და ბოლოს იძულებული ხდებიან კუჭის "რეზექცია" ანუ კუჭის მოცულობის შესამცირებლად ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარონ. სამწუხაროდ ამგვარ ოპერაციებს არცთუ იშვიათად ლეტალური გამოსავალი მოსდევს, გარკვეული პაციენტების კატეგორია რამდენიმე წელიწადში ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.



აქედან გამომდინარე ყველას ვურჩევ, იკვებონ სწორად, მიირთვან ხშირად, მაგრამ მცირე ულუფების სახით, შეძლების ფარგლებში ივარჯიშონ და დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც მათ აარიდებს ჯანმრთელობის პრობლემებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

ამას, რომ მიირთმევ ადამიანი, ცხადია წონის და ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნება ადმიანს.

imageimageimageimageimageimageimage
image
კიდევ რამდენიმე თვე და ზაფხულიც მოვა, მიირთვით საზამთრო და ნესვი, გნებავთ ჩვეულებრივი სახით და გნებავთ გაწურული წვენების სახით, თქვენი კუჭი და ნაწლავები იმუშავებენ შვეიცარიული საათივით, თირკმლები გაიწმინდება და სხეულიც ბევრად უფრო ელასტიური, მკვრივი და მოქნილი გგიხდებათ.

image








0
163
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
163