ქალაქ ომსკის სწრაფი და გადაუდებელი დახმარების ნომერ პირველ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს 86 წლის მოხუც ქალს, რომელსაც მწვავე ქოლეცისტიტის გამო აუტანელი ტკივილები ჰქონდა, და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღნიშნულ კლინიკაში მიიყვანა გამოძახების შემდეგ.
მუცლის ღრუს დათვალიერებამ ქირურგები იძულებული გახადა სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ და პაციენტისათვის ნაღვლის ბუშტი ამოეღოთ, რადგან ნაღვლის ბუშტი იმდენად იყო გადიდებული, ყოველ წამს შეიძლებოდა გამსკდარიყო და ორგანიზმის მოწამვლას პერიტონიტი გამოეწვია.
ნაღვლის ბუშტის უზომო ზომამდე გადიდება კი გამოიწვია მასში 8 სანტიმეტრიანი ქვის არსებობამ ნაღვლის ბუშტში.
86 წლის პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, რეკორდული ზომის ქვა კი კლინიკის მუზეუმში დარჩა პაციენტის თანხმობით.
ამხელა ქვა ცოცხალ არსებას, თავში რომ მოხვდეს სულს გააფრთხობინებს, საბედნიეროდ ქვას სიდიდის მიუხედავად ნაღველის სადინარი არ ჰქონდა დახშობილი, რამაც ქირურგებს საშუალება მისცა ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე გაეკეთებინათ და ღრმად მოხუცი ქალბატონის სიცოცხლე გადაერჩინათ.