სამი უსაშინლესი სურათი და მათი ისტორია რომელთა ნახვას და წაკითხვას ყველას არ ვურჩევ
უამრავი შემთხვევა მომხდარა, რომელმაც საშინელი შთაბეჭდილება დატოვა მნახველებზე.
გაგაცნობთ სამ სურათს, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უკავშირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ უმძიმესი სანახავია.
ეს მუმია რომელსაც პირველ სურათში ხედავთ კაპიტანი მანფრედ ფრიც ბადჟორატაა, მუმია იპოვეს მოდრეიფე იახტაზე 2016 წელს ფილიპინების ტერიტორიულ წყლებში.
მუმიას ადამიანის ხელი მის პოვნამდე არ შეხებია, თუმცა ბალზამირების არქონის მიუხედავად ცხედარი არ გაფუჭებულა და არ გახრწნილა.
ოკეანის ქარმა და მარილით გაჯერებულმა ჰაერმა საშუალება მისცა გვამს გაუხრწნელ მდგომარეობაში დარჩენილიყო.
სამედიცინო ექსპერტების თქმით კაპიტანი, რომელიც მარტო მოგზაურობდა იახტით გულის შეტევით გარდაიცვალა.
ეს კი ძვლის სიმსივნით გარდაცვლილი ადამიანის თავის ქალაა, ძვლები გარე ზემოქმედების გარეშე იცვლიდა ფორმებს და ყინულის ლოლუებივით იზრდებოდა ადამიანის ძვლოვან სისტემაზე.
წარმოიდგინეთ თუ რამხელა ტანჯვას მიაყენებდა სიმსივნე ამ ქალის მატარებელ ადამიანს.
ეს სურათი კი გერმანიაში სულით ავადმყოფთა საავადმყოფოშია გადაღებული, ეს ქალი დასჯილი არ გეგონოთ, გერმანელი ფსიქიატრები იმ პერიოდში თვლიდნენ, რომ სულით ავადმყოფზე დადებით, სამკურნალო გავლენას ახდენდა "ჯვარცმულის" მდგომარეობაში ყოფნა და ეს სულით ავადმყოფიც ამ შემთხვევაში გერმანული მეთოდით მკურნალობის კურსს გადის.
+16