რუსი ექიმები გაოცებას ვერ მალავენ, რუსეთის სკოლების კურსდამთავრებულებში პრაქტიკულად ჯანმრთელი ახალგაზრდები არ არიან
წყლულოვანი დაავადებები, სქოლიოზი და ახლომხედველობა–აი ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რომლითაც იტანჯებიან რუსეთის სკოლების კურსდამთავრებულები. ექიმებმა გამოიკვლიეს ათასობით მოსწავლე და მათ შორის ვერ იპოვეს ვერცერთი სრულიად ჯანმრთელი მოზარდი.
როგორც კვლევებმა დაამტკიცა, პირველ კლასში მიყვანილი ბავშვებიდან მხოლოდ 4, 3%–ია სრულიად ჯანმრთელი, 11 წლიანი სწავლის ბოლოს ჯანმრთელობა ტოვებს მოზარდებს. საშუალოდ შუა კლასებში ჯანმრთელობა სერიოზულად ერყევა მოსწავლეების 44, 4%–ს. იმატა ქრონიკულმა დაავადებებმა საოცარი პროგრესიით, ექიმებმა კვლევებისათვის გამოიენეს მონაცემები 2005 წლიდან 2015 წლამდე. ფუნქციონალურ დარღვევებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულ–სისხლძარღვოვანი, სახსრების, სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და ფსიქიური სახის დაავადებები.
ხოლო ქრონიკული დაავადებებიდან–წყლულოვანი დაავადებები, გასტროდუოდენიტი, სქოლიოზი, ასევე საშუალო და მაღალი ხარისხის ახლომხედველობა.
ახალი კვლევების შედეგებს თუ შევადარებთ 90–იანი წლების კვლევებს, მოზარდების ჯანმრთელობა გაუარესდა 3–ჯერ. მეცხრე კლასში საერთო საგამოცდო პერიპეტიებისას მოზარდები განიცდიან ძლიერ სტრესს, რაც აისახება მათ ჯანმრთელობაზე, ყოველივე ეს კი აისახება მოზარდების ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე–ამტკიცებენ კვლევებში მონაწილე ექიმები.
ასევე აღინიშნა, რომ ბიჭები უფრო ხშირად ავადმყოფობენ ვიდრე მათი თანატოლი გოგონები. თუმცა სკოლის დამთავრების პერიოდისათვის როგორღაც გოგონები ახერხებენ გადაუსწრონ თანატოლ ბიჭებს ჯანმრთელობის გაუარესების კუთხით.