x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გამოავლინეს ბრიტანელი ქირურგი, რომელიც ოპერაციისას პაციენტის ღვიძლზე ავტოგრაფს ტოვებდა
image
ინტერნეტში რას არ გადააწყდები და რას არ წაიკითხავ ადამიანი! ბრიტანეთში დააკავეს ქირურგი ტრანსპანტოლოგი რომელიც ოპერაციის ბოლოს პაციენტის ღვიძლზე საკუთარ ავტოგრაფს ტოვებდა.


არა, საწერი ან სახატავი საშუალებებით არ გეგონოთ, სამედიცინო აპარატის დახმარებით ამოწვავდა ხოლმე პაციენტის ღვიძლზე საკუთარ ავტოგრაფს. ქირურგი ღვიძლზე საკუთარ ავტოგრაფს არგონის ლაზერით ტოვებდა, საიმონ ბრემხოლი სწორედ მაშინ დააკავეს როცა მორიგ პაციენტს "დაღს ასვამდა"-იუწყება BBC. ბრიტანეთის მოქმედი ექიმების საზოგადოებამ სამუდამოდ აუკრძალა მას მუშაობა სამედიცინო განხრით.


მისი მოქმედება შეფასებულ იქნა, როგორც "პროფესიული ამპარტავნობა". ბრემხოლმა დაადასტურა, რომ პაციენტების ღვიძლზე საკუთარ ავტოგრაფს ტოვებდა არგონის ლაზერის მეშვეობით ბირმინგემის ელისაბედ დედოფლის სახელობის კლინიკაში მუშაობისას.


ბრემხოლის დანაშაული გაიხსნა მაშინ როცა სხვა ქირურგმა პაციენტზე 4 სანტიმეტრიანი ინიციალები ღვიძლზე, ოპერაცია პაციენტს გაუკეთა ქირურგმა ბრემხოლმა, პაციენტს ღვიძლის პრობლემა შეექმნა ოპერაციიდან ზუსტად ერთ კვირაში, გაკვეთისას კი სხვა ქირურგმა დაინახა ბრემხოლის ინიციალები პაციენტის ღვიძლზე.



ბრემხოლი პუბლიკაციებსაც აქვეყნებდა ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე, ხშირად ესწრებოდა საერთაშორისო სამედიცონო ფორმატის სიმპოზიუმებს. ასევე აქვეყნებდა სტატიებს ღვიძლის ქირურგიაზე და სიახლეებზე ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის ოპერაციული მეთოდით მკურნალობაზე.



0
806
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
806