x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მრევლი პორნოში წასული სასულიერო პირის მაყურებელი გახდა
image

ყოფილმა სასულიერო პირმა მრევლის ინტიმურ ფოტოებზე ისაუბრა.




ბრაზილიელი პორნო მოდელი და ყოფილი სასულიერო პირი ანა აკივა ამტკიცებს, რომ მისი OnlyFans მაყურებელი არის ის მრევლი, რომლებისთვისაც ეკლესიაში ქადაგებდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

image


აკივას თქმით, როდესაც ის პორნოში გადაერთო, მისი ეკლესია დაცარიელდა


. „ბევრი ამბობს, რომ მათ დატოვეს ეკლესია, მას შემდეგ, როდესაც მე ქადაგება შევწყვიტე“, - ამბობს აკივა. -სხვებმა აღიარეს, რომ იმ დროს ჩემზე ეროტიული ფანტაზიები ჰქონდათ“.


ახლა ყოფილი მრევლი პორნომოდელს მხოლოდ OnlyFans წერს და ფოტოებსაც კი უგზავნიან.

"ზოგიერთმა გამომოგზავნა ეკლესიის ტუალეტში გადაღებული ინტიმური ფოტოები", - ამბობს ის. "შოკირებული დავრჩი."


2015 წელს "მის ბუმ-ბუმის" მონაწილე ანა აკივა შეუერთდა ფუქსიკოს ევანგელურ ეკლესიას და გახდა მქადაგებელი. ამისთვის მას რვა წლით მოუხდა სამოდელო კარიერის შეწყვეტა. 2023 წელს აკივამ განაცხადა, რომ ეკლესიით იმედგაცრუებული დარჩა.

image


"მე აღმოვაჩინე, რომ საეკლესიო გარემო ძალიან კორუმპირებულია - აცხადებდა ქალი. -სამოქალაქოზე უარესიც კი, რადგან ეკლესიაში ერთ რამეს ქადაგებენ, მაგრამ სულ სხვანაირად ცხოვრობენ. ყველა ასეთი არ არის, მაგრამ უმეტესობა ასეა“.


აკივამ ისიც დასძინა, რომ მისი ყოფილი მღვდელი ქმარი ექვსი წლის განმავლობაში იძულებით ამყოფებდა თემში და არ აძლევდა უფლებას, ემუშავა სახლის გარეთ ან შეეძინა ახალი მეგობრები. მან აღნიშნა, რომ ფუჩიკოს ევანგელურ ეკლესიაში ბევრი ქალი დამცირებულია და შეზღუდული უფლებები აქვთ.

image


0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0