ქალი და მამაკაცი გოგონამ ცოლიანი უფროსის მაღაზია და ავტომობილი დაამტვრია იმის გამო, რომ მის გრძნობებს არ უპასუხა 21 მარტი, 12:06
ახალ მოსკოვში, სოსნესკის დასახლებაში გოგონამ გაანადგურა მაღაზია და მისი უფროსის მანქანა, რადგან მან არ უპასუხა მის გრძნობებს. მამაკაცი ერთგული ქმარი აღმოჩნდა და უკუაგდო გოგონა. მის ქვეშემდრომს ამის შემდეგ შურისძიების წყურვილი გაუჩნდა... ამის შესახებ ტელეგრამის არხი Осторожно, Москва იტყობინება.
არხის ცნობით, იანვრის ბოლოს 27 წლის გოგონა ხორცის მაღაზიაში მიიღეს სამუშაოდ. ხოლო 11 მარტიდან გოგონა სამსახურში აღარ გადიოდა და მასთან დაკავშირებაც ვერ ხერხდებოდა, შემდეგ გამოჩნდა და თქვა რომ საავადმყოფოში იქვა, მაგრამ პირობა დადო, რომ მეორე დღეს სამსახურში გავიდოდა. მაგრამ მეორე დღეს გოგონა არ მივიდა სამსახურში და ზარებსაც არ პასუხობდა. შემდეგ კი მან წერილი მისწერა უფროსს, რომელსაც გრძნობებში გამოუტყდა. თუმცა, უფროსმა უარი უთხრა და თან დასძინა, რომ გაათავისუფლებდა სამუშაოდან ანაზღაურების გარეშე. ამის შემდეგ გოგონა მაღაზიაში ჩაქუჩით შეიარაღებული მივიდა, იქ არსებული ყველა ვიტრინა დასმხვრია, კომპანიის მანქანის მინები ჩაამტვრია და გამყიდველი შეაშინა. შედეგად, გოგონა პოლიციამ დააკავა. ხორცის მაღაზიის მფლობელმა პოლიციაში განცხადება შეიტანა. აიშა, ასე ჰქვია უარყოფილ გოგონას, რომელიც ამ წლის იანვრის ბოლოს 39 წლის მაღაზიის მფლობელმა, სახელად იგორმა დაიქირავა. ახალმა თანამშრომელმა ერთი თვეზე ოდნავ მეტი კარგად იმუშავა, მაგრამ შემდეგ გაზაფხული დადგა და უცებ უფროსის მიმართ გრძნობები გაუჩნდა. „გარკვეული პერიოდის შემდეგ გოგონამ დაიწყო ჩემდამი სიმპათიის გამოხატვა, მინიშნება, რომ მოვწონდი, რაზეც ვუპასუხე, რომ ცოლიანი ვიყავი და არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო ჩნეს შორის. 11 მარტს ადამიანი გაუჩინარდა. როგორც გაორკვა, სამი დღით. მესამე დღის ბოლოს მან მომწერა, რომ საავადმყოფოში მოხვდა და ხვალ სამსახურში გამოვიდოდა“, - აღნიშნა იგორმა. სამი დღის შემდეგ აიშა დაუკავშირდა, რა დროსაც იგორი დაემუქრა, რომ თუ კიდევ ასე მოიქცეოდა, შემდეგ ჯერზე გაათავისუფლებდა სამსახურიდან ხელფასის გარეშე. "ჩვენ გვქონდა ეს დიალოგი შაბათს, 16 მარტს. 2 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ამის გაკეთება არ იყო კარგი, რომ მთელ კოლექტივს და მე მისი იმედი გვაქვს. რომ მან ყველას დაგვაღალატა. შემდეგ გადავედით პერსპექტივების განხილვაზე. თუმცა შედეგად, 2024 წლის 17 მარტს არ გამოდის სამსახურში და არ პასუხობს ტელეფონს“, - განაცხადა ბიზნესმენმა. 19 მარტს კი ჩაქუჩით ხელში გამოჩნდა მაღაზიაში.(ვიდეო იხილე <<ამ ბმულზე>>) 251 3-ს მოსწონს
|