x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვილმა რეჟისორმა საკუთარი დედა სე@ს სცენებში ათამაშა
image

ჰოლივუდის მსახიობმა ითამაშა შვილის ფილმში, რომელშიც აშკარა სექს სცენები იყო. ამის შესახებ Business Insider იუწყება.


ცნობილი ლამაზმანმა, 58 წლის ელიზაბეტ ჰარლიმ, რომელიც ცნობილია ფილმებით "ოსტინ პაუერსი", "თაღლითები", "სურვილებით დაბრმავებული", "ჩემი ფავორიტი მარსიანელია" ამჯერად ითამაშა ფილმში "მკაცრად კონფედენციაური", რომლის რეჟისორია მისი 21 წლის ვაჟი დემიან ჰარლი. ეს არის ფილმი ქალზე, რომლის საუკეთესო მეგობარი თავს იკლავს.


ჰარლის თქმით, გადაღების შემდეგ, რომელიც მოიცავდა სექს- სცენებს, მან თავი "თავისუფლად" იგრძნო. დამიანმა ასევე კომენტარი გააკეთა დედასთან ურთიერთობაზე და თქვა, რომ ორივესთვის ეროტიკული ხასიათის ფოტოები და ვიდეოები "შოუ ბიზნესია" და, შესაბამისად, "მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი".


image

ელიზაბეტ ჰარლიმ დასძინა, რომ მისი შვილი ყოველთვის ზრუნავს მასზე, ამიტომ ის თავს კომფორტულად გრძნობდა სექსის სცენების გადაღების დროს და შვილს ბიკინით გადაღების საშუალება მისცა.


„სასიამოვნოა მოდუნდე როცა იცი, რომ კამერის მიღმა ვიღაც შენზე ზრუნავს და გარკვეულწილად იგივე იყო ამ ფილმთან დაკავშირებით. ვიცოდი, რომ ის ჩემზე იზრუნებდა, ამიტომ ოჯახთან ერთად მუშაობა ნამდვილი თავისუფლება იყო. იქნებ კიდევ გავიმეორო“, - განმარტა მსახიობმა.

imageფოტოზე: კადრი ფილმიდან "მკაცრად კონფედენციალური"(Strictly Confidential-2024)


ბრიტანელი მსახიობი და მოდელი ელკიზაბეტ ჰარლი მუდნივად ყურადღების ცენტრშია, რადგან 58 წლის მსახიობი საოცრად ჩინებულ ფორმაშია და ამტკიცებს, რომ მისთვის ასაკი არაფერია ამას მეტყველებს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები თუ ვიდეომასალა(მიყევი ბმულს)

0
482
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0