x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება" - ნუკი კოშკელიშვილი
imageმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ქალის სილამაზეს გლობალურად განიხილავს და წერს:


"ქალში ყველაზე ლამაზი რა არის? მე მგონია, რომ ინტელექტი. ოღონდ აი ბარათაშვილის და გალაკტიონის ზეპირი ცოდნა კი არა.


უფრო სხვა ინტელექტზე ვლაპარაკობ, იუმორი… და ნუ შეიძლება თმა კიდევ, მე მიყვარს ქალს რომ ლამაზი თმა აქვს. დანარჩენი მგონია მაგარი დებილობა, ფეხი, ტანი ტრაკი, აი საერთოდ ყველაფერი.


რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება. ან პირიქით ერთი შეხედვით შეუხედავი და უცბად დაიწყებს ლაპარაკს და ვაიმე, გიყვარდება, გელამაზება, ანათებს…



მამაკაცზეც იგივე წესი მოქმედებს, თუმცა იქ უფრო ქცევებია თვალსაჩინო და არა საუბრის მანერა ან ხელის და ლავიწის კუნთის (თუ ასეთი არსებობს) სიმძლავრე.


თქვენ რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ვითომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მიწიერ სტერეოტიპებს, სამაგალითოდ გავიზნიქე და წელი ჩავაგდე, ტრაკი გავბზიკე ამ ფოტოში…


მე ხომ ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.


image

0
285
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0