x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სპორტის 8 სახეობა, რომლის ნულიდან ათვისება ყველაზე ადვილია ნებისმიერ ასაკში
ზოგი ვარჯიშობს სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად, სხვები კუნთების გასაძლიერებლად, ზოგიც ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. არსებობს სპორტის 8 უმარტივესი სახეობა, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ აქტიური, არ გადაიტვირთოთ და მიიღოთ სიამოვნება ვარჯიშისგან.



სიარული

image

სიარული ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი სპორტია. არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას, არ ტვირთავს სახსრებს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შესრულდეს. სიარული აძლიერებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ხსნის სტრესს.



ცურვა

image


ცურვა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მარტივი და ეფექტური გზა კუნთების გასაძლიერებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ერთ–ერთი უსაფრთხო სპორტია სახსრებისთვის, იდეალურია ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის.



ველოსპორტი

image

ველოსპორტი კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ გზას ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად და სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად. ველოსიპედის გამოყენება შესაძლებელია ქალაქში ან ველობილიკზე სასეირნოდ. სახსრებს არ ტვირთავს.



გოლფი

image

გოლფი ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის შესაფერისია. მისი თამაში შეიძლება მარტო ან მეგობრების და კოლეგების კომპანიაში. გოლფი აუმჯობესებს კოორდინაციას და დავალებაზე ფოკუსირებას, რაც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში.



ბადმინტონი

image

მარტივი სპორტი, რომელიც აძლიერებს კუნთებს და აუმჯობესებს კოორდინაციას. ზამთარში სპორტდარბაზში, ხოლო ზაფხულში გარეთ, სანაპიროზე ან პარკში, შეგიძლიათ ითამაშოთ.



სარბენ ბილიკზე სირბილი

image

კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს მარტივ გზას ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად და კალორიების დასაწვავად. სარბენ ბილიკზე სირბილი სახსრებს არ ტვირთავს, როგორც გარეთ სირბილი. ნებისმიერ დროს, მათ შორის ზამთრის სუსხიან ამინდში შეგიძლიათ ივარჯიშოთ.



მშვილდოსნობა

image

შედარებით ადვილად შესასწავლი და სახალისო სპორტის სახეობა, რომელიც აუმჯობესებს კოორდინაციას და კონცენტრაციას.



იოგა

image

იოგა აძლიერებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მხარეს, აუმჯობესებს მოქნილობას, აქრობს სტრესს და ზრდის ენერგიის დონეს. იოგა ხელს უწყობს ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესებას. მისი შესრულება სახლშიც შეიძლება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ეფექტურია თუ არა ვარჯიში მხოლოდ შაბათ–კვირას? – რას ამბობენ მეცნიერები

2. დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

3. კალორიების დაწვის 20 მარტივი და უჩვეულო მეთოდი

4. დაიმსხვრა მითი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა აუცილებელია

5. რატომ არის ქვევით ჩასვლა უფრო სასარგებლო, ვიდრე ზევით ასვლა

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
113