რელიგია პედოფილია, უშიშროება და საპატრიარქო - სრული განუკითხაობა, დანაშაულებრივი უმოქმედობა და დუმილი 2 მარტი, 13:51 დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ფორმულაზე" გასულ სიუჟეტს ახსენებს საზოგადოებას, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, სადაც სუსის მიერ სასულიერო პირებზე მოპოვებული ფარული ჩანაწერებია. შეგახსენებთ, რომ ანონიმური წყარომ სუს-იდან 3000-მდე ფაილი გაასაჯაროვა, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. - სუსი უსმენს სასულიერო პირებსაც კი. ამზადებს ფაილებს, პირადი ცხოვრების, სექსუალური ორიენტაციის, ნარკოდამოკიდებულების, კრიმინალური კავშირების შესახებ. სუს-ის ინტერესის საგანი მაღალი იერარქების პოლიტიკური გემოვნებაა, ფაილებში კატეგორიებადაა დაყოფილი ოცნების მხარდამჭერი სამღვდელოება და ოპოზიციონერებთან სასულიერო პირების კავშირები. გავრცელებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას: „ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“ 124 3-ს მოსწონს
|