x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მუსიკოსს ექვსი საყვარელი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, მისი მიზანია ათი საყვარლის ერთდროულად ყოლა
image

მუსიკოსს, რომელსაც ექვსი საყვარელი ჰყავს, გადაწყვიტა კიდევ ერთი-მეშვიდე დაიმატოს.




ამერიკელმა მუსიკალურმა პროდიუსერმა LX Xander-მა გადაწყვიტა მეშვიდე საყვარელი გაიჩინოს. ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.


მუსიკოსს უკვე ჰყავს ექვსი საყვარელი და ყველამ იცის ერთმანეთის შესახებ, ურთიერთობენ და ხშირად ხვდებიან მას - თუმცა, როგორც არტისტი განმარტავს, არა ყველა ერთდროულად, არამედ მაქსიმუმ სამი ქალი.



"ტრადიციული მონოგამია განსაკუთრებულად მე არ შემესაბამება, როგორც ადამიანს და ჩემს ფუნქციონალურ უნარებს. მთელი სიყვარულისა და გრძნობების შენახვა ერთადერთი ადამიანისთვის - ეს საჩემო არ არის"-ამბობს LX Xande-ი.

image

LX Xander-ის თქმით, ის ყოველთვის ეძებს ახალ საყვარლებს და არ გეგმავს გაჩერებას, სანამ ათამდე არ ავა.


ათ საყვარელთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, ადვილი არ იქნება.


მუსიკოსი აღიარებს, რომ ბევრი ადამიანი არ ეთანხმება მის ცხოვრების წესს და კრიტიკის 90 პროცენტი მამაკაცებისგან მოდის.


LX Xander მოძულეებს ყურადღებას არ აქცევს და თვლის, რომ ისინი უბრალოდ „მაინც ვერ გაიგებენ “ და "ალბათ, ვერც ვერასოდეს მიხვდებიან".


„ვფიქრობ, ზოგიერთი კაცისთვის ჩემი ცხოვრების წესი დარტყმაა მათი ეგოსთვის“, - ამბობს ის.


LX Xander ხუმრობს, რომ 80 წლის ასაკში მას სურს დაემგვანოს ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელს ჰიუ ჰეფნეrს, რომელიც სიბერეშიც კი მრავალი ახალგაზრდა მოდელის გარემოცვაში ცხოვრობდა.



მანამდე მამაკაცთა ჟურნალის Playboy-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის ქვრივმა, კრისტალმა აღიარა, რომ ქმარი არ უყვარდა. ახალგაზრდა ქვრივის თქმით, მათ შორის ძალაუფლების სერიოზული დისბალანსი იყო და „წარმატებული ადამიანების“ სამყაროში შესვლის ფასი იყო „ოთხმოცი წლის მოხუცთან დაწოლა“.

0
219
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0