საქართველო "იყო ერთი ზარმაცი გიგო... სიჭაბუკისას კომკავშირლობდა..." - გელა ზედელაშვილი 24 თებერვალი, 17:00 "თხა და გიგო * იყო ერთი ზარმაცი გიგო. სიჭაბუკისას კომკავშირლობდა, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებაზე ოცნებობდა, იმათ სკამის ფეხით დასდევდა და პალტოებს ახევდა. ერთხელაც გიგო შემთხვევით ქერის ორმოში ჩააგდეს და ფული აშოვნინეს. გიგო გაბრიყვდა, თავი კაცად წარმოიდგინა და ერთხელაც მთელი ქვეყნის ავან-ჩავნობა მოინდომა. ჩამოჯდა თავისსავე ფულჩაყრილ ტელევიზორში, მუხლებზე ქაღალდები დაიდო, ერთი შემომხედეთ, რა ბეჯითი და ქველმოქმედი ბიჭი გახლავართო. ქაღალდები უკუღმა ედო, შიგ ტყუილად იცქირებოდა. * გიგოს მალე ძილი მოერია, ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს სტუდიაში წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა შემოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა. გიგო გამოფხიზლდა, თხას რქებში სწვდა და გარეთ გაიყვანა. სურათზე სწორედ ეგ მომენტია, როცა საქმეს ურჩევს: გიგო ეუბნება - რათ შემარცხვინეო? თხა პასუხობს - მე მეგონა, საჭიდაოდ მიწვევდიო. გიგო ეუბნება - მე საჭიდაოდ ბიძინა ივანიშვილს ვიწვევდიო. თხა ეკითხება - შენ ბიძინა ივანიშვილს რა უნდა დააკლო-ვო? გიგო ეუბნება - ეგ ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში იქნებაო. თხა გაშტერებული უყურებს - რა მოწიეო? გიგო ეუბნება - დილას ბადრიმ “ბელამორკანალი'' მამაწევინაო. თხამ ჩაილაპარაკა - გეტყობაო. * იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, “თხა და გიგოს'' სწორედ ეგეთი ინტერპრეტაციით დაწერდა და “დედა ენაში'' ამ სურათს შეიტანდა. მმმმუუუაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა!!! თხა და მამუკა."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი. 241 3-ს მოსწონს 1-ს არა |
პ.ს. გოგებაშვილი სხვანაირად დაწერდა,გიგომ ბიძო გამოიწვია,ბიძოს არ ეცალა და თხა გამოუგზავნაო. ბევრი თხა და პინგვინი ყავს მამასა და მარჩენალ აქიფოს