x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ის ზევსი და ჩვენი ზევსი ქუთაისში" - რა ფოტოს აზიარებს ილია ჭიღლაძე

imageსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, თეოლოგი და იურისტი დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანეს ფოტოს ავრცელებს და წერს.



"ის ზევსი და ჩვენი ზევსი ქუთაისში. P.S. ტრაგიკომიკურად ბრიყვები, უვიცები და განდიდების მანიით შეპყრობილები არიან: სადაც უნდა იჯდეს და საჯდომი დადოს, იქ სავარძელი უდგას და ზედ აბობღდა, სიმაღლე კიდევ უფრო უჩვეულოდ მოუმატა. არადა, ბაგრატის კათედრალის მაღალდასაჯდომელი ისედაც განსაკუთრებით მაღალია, თითქმის ისე როგორც გელათის მთავარ ტაძარში და ზედ სკამის დადგმა არ იყო ტრადიცია, არამედ ბალიშის დადება, რომელზედაც უნდა დაბრძანდეს ეპისკოპოსი და ასე სასაცილოდ და მკრეხელეურად მაღლა წმინდა ტრაპეზთან და ხატებთან მიმართებაში აღარ იქნება."-წერს ილია ჭიღლაძე.


რამდენიმე დღის წინ ილია ჭიღლაძე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთმა ეპისკოპოსმა მოიყვანა ცოლი, თან ყოფილი საყვარლის ახლო ნათესავი:
"კიდევ ერთი ბერი ეპისკოპოსი დაოჯახდა ილია მეორის პატრიარქობაში და გაბედნიერდა. თანაც ცოლად მოიყვანა ყოფილი საყვარლის უახლოესი ნათესავი. ბედნიერებაც ამას ჰქვიაბრმევლო, ვაი თქვენს პატრონს."
შემდეგ კი უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა:
"ორიოდე დღის წინ დავწერე, რომ ახლახან ერთი ახალგაზრდა ეპისკოპოსი დაქორწინდა, რაც შოკი იყო ბევრისთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს არ ახალია შიოლაშვილის პირობებში, იმის მიუხედავად რომ დიდი სჯულისკანონი ასეთი ეპისკოპოსის დაუყოვნებლივ განკვეთას აწესებს, ხოლო შიოლაშვილი ფეხით თელავს საეკლესიო კანონებს, არ სჯის მათ, არამედ ტიტულებსაც კი უმატებდა.
1980-იან წლების დასაწყისში დაოჯახდნენ ილია მეორის მიერ ახლად ნაკურთხი ახალგაზრდა ეპისკოპოსები: მთავარეპისკოპოსი თადეოზ იორამაშვილი და ეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი. პირველს 6 შვილი შეეძინა, მეორეს კი - 2 შვილი. შიოლაშვილმა კი წლების მერე მიტროპოლიტობით დააჯილდოვა ისინი, იმის მიუხედავად რომ ეპარქიებში თითი თითზე არ დაუდიათ და მხოლოდ სამღვდელოების ჯიბეების გაყვლეფით და მტაცებლობით იყვნენ დაკავებულნი. ახვლედიანი ამასაც არ დასჯერდა და ამ არასჯულიერ ცოლსაც დაშორდა და სხვა ქალთან ცხოვრობს უკანასკნელი წლებია. არც თადეოზი იკლებდა ქალებს “ჯეელობაში”, ცოლის მოყვანის მიუხედავად.
მაგრამ ესენი არიან შიოლაშვილის ბინძური სისტემის მსხვერპლნი: 31 წლის ახალგაზრდა, საეკლესიო ცხოვრებაში და საკითხებში გამოუცდელ ბიჭს, რომ ეპისკოპოსად აკურთხებ, ხოლო იქამდე 26 წლისა ნასწრაფევად ბერად აღკვეცე და მღვდლად აკურთხე სასულიერო განათლების მიღების გარეშე, სხვას რას უნდა ელოდო??? იგივე გაუკეთა თადეოზ იორამაშვილს (31 წლისა გააეპისკოპოსა), ხოლო ვახტანგ ახვლედიანი 28 წლისა აკურთხა ეპისკოპასად (დაბ. 25.11. 1953) 1982 წლის 2 აგვისტოს, იმ განსხვავებით რომ მათ მცხეთის სამწლიანი სემინარია გავლილი ჰქონდათ. ეს იმ დროს, როდესაც დიდი სჯულისკანონიც და რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაც მინიმუმ 35 წელს აკანონებს ეპისკოპოსობისთვის, ხოლო პავლე მოციქულის სწავლებით ეპისკოპოსი უნდა იყოს მაქსიმალურად გამოცდილი, მაღალზნეობრივი, სანიმუშო ცხოვრების და წარსულის მქონე.
ამჟამად ფაქტობრივად ეპისკოპოსთა სრულ უმრავლესობას ჰყავს საყვარლები (ქალები), ხშირად მონაზვნები და სამონაზვნო მორჩილები, ხოლო ხოლო რამდენიმე მღვდელმთავარს ჰყავს მამაკაცი საყვარლების და პარტნიორების მთელი არმია (დეტალურად იხილე მაგალითად სუსის კრებსებში).
მე-7 საუკუნეში კონსტანტინოპოლში გამართულმა ტრულის კრებამ კანონით საბოლოოდ აკრძალა ეპისკოპოსის ცოლიანობის უფლება, რითაც ეპისკოპოსობა და ეკლესია უცოლო, მონაზონ ბერთა ხელში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი ბერობის ფიქტიურ ფორმალობად ქცევამ და ასკეტიზმის გაქრობამ ეკლესია და ეპისკოპატი სრულიად გახრწნა და გაათახსირა განსაკუთრებით საბჭოთა კგბ-ს ბატონობის პირობებში, იმდენად რომ პედოფილი მიტროპოლიტიც კი გვყვავს სინოდში ილია მეორის ნებასურვილით. შესაბამისად მონაზვნებზე და მორჩილებზე ძალადობა შეუქცევად პროცესად არის ქცეული."
0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0