სხვა მცენარის უჩვეულო შესაძლებლობები, რომლის შესახებ, შესაძლოა არ იცოდეთ 15 მარტი, 12:32 პომიდვრის ბუჩქს კოღოს დაფრთხობა რომ შეუძლია, ამის შესახებ, მეტ–ნაკლებად, ყველამ იცის. მაგრამ, ის რომ ამ მცენარეს, გარკვეული სახის მტაცებელი მწერის მიზიდვის უნარიც გააჩნია – ბევრისთვის უცნობია. მაგ., ფაქტია, რომ თუ პომიდვრის ბუჩქზე გაუმაძღარი მუხლუხაა დაჯდება, მცენარე სპეციფიკური სურნელის გამოყოფას იწყებს, რომელიც კრაზანებს იზიდავს. ეს მწერი კი, თავის მხრივ, მუხლუხების მტერია. ავსტრალიური ევკალიპტი ცეცხლგამძლეა და ამავდროულად, მას ხანძრის გამოწვევაც შეუძლია. ევკალიპტის ქერქი ზეთით არის გაჯერებული, რომელსაც აალება წამის მეათედში შეუძლია და მასზე მყოფ მწერებს, მომენტალურად ანადგურებს. ასე თავისუფლდება მცენარე მასზე მობინადრე პარაზიტებისგან. იავას კიტრს ისეთი ფრთიანი თესლი აქვს, რომ მშვიდ ამინდშიც კი, 100 მ–ზე გადაადგილება შეუძლია. მცენარეებს ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევაც შეუძლიათ. თუ ერთმანეთის გვერდით, სხვადასხვა სახეობის მცენარეებს დავრგავთ, ისინი შეჯიბრს დაიწყებენ. თითოეული ეცდება, რომ უფრო დიდი და მაღალი გაიზარდოს, ვიდრე მეზობელია. ამასთან, გვერდი–გვერდ დარგული ერთი სახეობის მცენარეები, ჩვეული მასშტაბით იზრდებიან. არხის სხვა სიახლეები:* წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში* ზღვის უზარმაზარი ბინადარნი, რომლებიც ჩვენს რეალობაში არსებობენ* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?* სახალისო კომიქსები80 2-ს მოსწონს
|