ქალი და მამაკაცი "რატომ ვერიდებით აღიარებას რომ, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო?" - თამარ ივერი 21 თებერვალი, 14:54 ![]() კოტრიკაძემ ნაადრევად მიატოვა კინოკარიერა, ამის მიზეზი გახდა ნაადრევად, 17 წლის ასაკში ოჯახის შექმნა, გათხოვების შემდეგ იგი ინტერვიუებსაც ფაქტობრივად არ იძლეოდა, მწირ ინფორმაციას მის შესახებ საზოგადოება დედამისის მეშვეობით იგებდა. ხათუნას გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოპერის მომღერალი თამარ ივერი: "მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს! ეს დავით გოგია(სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი.ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო) როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი სულიერად ავადმყოფი, შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი, ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის(ღმერთო მაპატიე, უნებურად, ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული) ![]() (ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას)"- წერს ივერი. 346 4-ს მოსწონს
|