x
image
თამილა გურაშვილი
ათენის მთავარეპისკოპოსი: "ანომალიურს ნორმალურად და არაბუნებრივს ბუნებრივად ვერ გამოვაცხადებთ.."
image
“ვიწვევ წმ. სინოდის საგანგებო სხდომას, ვერ დავუშვებთ ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის დაკანონებას!” - საბერძნეთის ეკლესიის მეთაური
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა მოიწვია. კრებაში მონაწილეობას ყველა, 90-მდე მოქმედი მიტროპოლიტი მიიღებს. მთავარ განსახილველ თემად დაანონსებული ერთსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის საკითხია.
საბერძნეთის ეკლესიის მეთაური უნეტარესი იერონიმე და სხვა მღვდელმთავრები არავის კრიტიკას არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ “ანომალიურს ნორმალურად და არაბუნებრივს ბუნებრივად ვერ გამოვაცხადებთ!” ამავე პოზიციაზე არის საბერძნეთის ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი.
მესინიის მიტროპოლიტს ჟურნალისტმა ერთქსესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანასთან დაკავშირებით განუცხადა: “კი მაგრამ ეს ისედაც უკვე დიდი ხანია ხდება და ყოველდღიურობის ნაწილია”, მიტროპოლიტმა ქიზოსტომოსმა უპასუხა: “ყოველდღიურობის ნაწილია თვითმკვლელობაც, ნარკომანობაც, ქურდობაც, და რა ვქნათ ანუ? ლეგალური გავხადოთ და ნორმალურად გამოვაცხადოთ? დაივიწყეთ, ეს არ მოხდება!”.
0
16
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0