x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139018
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512556
პუტინის მთავარი ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა
პუტინის მთავარი ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა


2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ციხეში, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ლიბერალური პარტიის "პროგრესის პარტიის" ხელმძღვანელი (2013 წლიდან) და პუტინის ოპოზიციაში მყოფი, მისივე "პოლიტ-პატიმრად" ხშირად მოხსენიებული ალექსეი ნავალნი. ის რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ვლადიმერ პუტინის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარი დაგმო და ნავალნის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. იგივე გააკეთა არაერთმა დასავლელმა ლიდერმა.


ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, ხარპში მდებარე IK3 სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1900 კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნული ავტონომიური ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ნავალნიმ სეირნობის შემდეგ, მოულოდნელად დაკარგა გონება და ვეღარ მოხერხდა მისი რეანიმირება.


გარდაცვლილის მეუღლე იულია ნავალნაია იმუქრება, რომ პუტინი და მისი მთავრობის წევრები, რომლებსაც მისი თქმით მკვლელობაში აქვთ ხელი გასვრილი, პასუხს აგებენ იმისთვის რაც გაუკეთეს მის ქმარს, მის ოჯახს და მის ქვეყანას.



აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა: "არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს პუტინმა და მისმა ავაზაკებმა ჩაიდინეს. რუსეთის ხელისუფლება ისტორიას შეთხზავს, მაგრამ არ შეცდეთ, ნავალნის სიკვდილზე პუტინია პასუხისმგებელი".


წყარო: Reuters



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0