x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ნიჩბებით აგვჩეხეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვიები გვესროლეს... მაინც ვერ დაგვამარცხეს! ჩვენი ღირსება ათასჯერ გაიზარდა იმ მძიმე წუთებში."-ორივე ცხრა აპრილის მონაწილის მოგონება-ჩანაწერი!..
ორივე ცხრა აპრილის მონაწილე (1989, 1991წწ.) პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე თავის ფეისბუკ გვერდზე გვიზიარებს ჩანაწერს და გვილოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას:
image
"ღმერთმა ასე ინება:
მე ორივე 9 აპრილს წინა ხაზზე ვიდექი და ცოცხალი გადავრჩი.

ორივე 9 აპრილს ბევრი ჩვენი თანამებრძოლი შეეწირა:
...რუსმა ოკუპანტებმა აფხაზთა (თვითსახელწოდებით: აფსუა) ნაწილი გამოიყენეს (“ლიხნის კრება”), რომ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეეფერხებინათ. ეროვნული მოძრაობის გადაწყვეტილებით ააფხაზებს კი არა, უშუალოდ კრემლს დავუპირისპირდით და მრავალათასიანი მიტინგებით საქართველოს დამოუკიდებლობა მოვითხოვეთ.
1989 წლის 9 აპრილს იყო კულიმინაცია:
საბჭოთა ოკუპანტებმა ჯერ ჩვენი დაშინება მოინდომეს ტანკებისა და სამხედროების “დემონსტრირებით”. ამან რომ არ გაჭრა, საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს მოთხოვეს, გავეფრთხილებინეთ. ჩვენ წინ საბჭოთა იმპერიის სამხედრო შენაერთები გვედგა და ბრძოლის ველს არავინ დავტოვებდით. საუკუნეების შემდეგ ეს იყო პირველი ღირსეული დადგომა დამპყრობლის წინ. ეს “წამი” საოცარი ემოციით მაშინვე სამუდამოდ აღბეჭდა მერაბ კოსტავამ.
http://georgianpress.ge/com/news/view/19443?lang=1
ბრძოლის წინ უკან არ დავიხიეთ, ამიტომ წამოვიდა სამხედრო მანქანა უიარაღო ღირსების წინააღმდეგ: ნიჩბებით აგვჩეხეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვიები გვესროლეს... მაინც ვერ დაგვამარცხეს! ჩვენი ღირსება ათასჯერ გაიზარდა იმ მძიმე წუთებში. ამას როცა ვწერ, ახლაც, ჩენი სხეული ისევ ისე, სულის თხელ გარსად მობილიზდა: ისევ იმ გმირობის შემძლედ ვიქეცი...
ვინც იქ იდგა, ყველა გმირი იყო იმ ღამეს. 31 წელი უცებ გავიდა მას შემდეგ.
1991 წლის 9 აპრილს ხელს როცა ვაწერდით “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს”, ვალტერ შურღაიასა და ზაურ ქობალიას ვუთხარი, “კრემლი ამის გამო დაგვსჯის”. ისინიც ამასვე ფიქრობდნენ; სხვებიც. ყველას გვიხაროდა და საფრთხესაც ცხადლივ ვგრძნობდით.

ზვიად გამსახურდიამ ორივე 9 აპრილი ასე დააკავშირა:
https://www.youtube.com/watch?v=COFWhQtIytE

ცივილიზებული მსოფლიო იმხანად გვერდით ვერ დაგვიდგა:
ამერიკა-რუსეთის მალტის გარიგების გამოყენებით კრემლმა პუტჩი მოგვიწყო. ბევრი ჩენი თანამებრძოლი, პირველ რიგში კი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის გაშლილი მოძრაობის ლიდერი, დისიდენტი, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მოკლა. ბევრი ციხეებში გამოამწყვრია (მათ შორის ვალტერი, ზაური, თეიმურაზ გვანცელაძე...); ზოგს სახლი-კარი, სამშობლო დაგვატოვებინეს. დღემდე დევნილობაშია ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა; დღემდე უცხოობაშია ბევრი ჩვენი ცოცხალი თანამებრძოლი. დიდი ნაწილი დევნილობასა და ტანჯვა-წამებაში აღესრულა.
29 წელი გავიდა უკვე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პრეზიდენტის ისტორიული გამოსვლა:
https://www.facebook.com/watchparty/1839694446166281/
... და დღეს, 29 წლის შემდეგ, პირველად ხდება, რომ საქართველოს მთავრობისაგან შექმნილი ჩარჩოს გამოყენებით საკუთარი შვილი და მთელი საზოგადოება გვეუბნება 9 აპრილის მონაწილეებს: "მადლობა თავისუფლებისათვის. 9 აპრილი".
რა თქმა უნდა, ეს მადლობა პირველ რიგში ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და 9 აპრილის დიდგორზე დაღუპული გმირების წმინდა სახელებს.
დიდი მადლობა ამ ჩარჩოს შემქმნელს.
დიდი მადლობა ჩემს შვილს.
მიყვარხართ.



საქართველოს რესპუბლიკის ცოცხლად გადარჩენილ წევრებს გილოცავთ 9 აპრილს.
9 აპრილს ვულოცავ ჩვენი დღუპული თანამებრძოლების ოჯახის წევრებს."
1
87
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
87
  
2020, 14 აპრილი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1