x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იცით, კიდევ რატომ ვდგები კარგ ხასიათზე? შევხედავ ამათ და.."-გელა ზედელაშვილი
image


"იცით, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ (ასეც ხდება ხოლმე), ამ სურათს დავხედავ და ეგრევე ვმხიარულდები.

*

თქვენ გგონიათ, ან ერთს დავცინი, ან მეორეს? როგორ გეკადრებათ! უბრალოდ კარგ ხასიათზე ვდგები.



რატომ ვდგები კარგ ხასიათზე?


იმიტომა, ჩემო ძვირფასებო, რომე აეგეთ იკლიკანტურ მმართველთა დრო იმაზე სწრაფად გასქროლდა, ვიდრე ვვარაუდობდი.


სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკის გრანდები სადღაც წავიდნენ და ერთ ხანობას ოჟები ეგეთებს შერჩათ ხელში, მაგრამ ბუნება ყოველთვის ასწორებს თავის შეცდომებს, თანაც სწრაფად.

მადლობა ბუნებას ამისთვის!

*

იცით, კიდევ რატომ ვდგები კარგ ხასიათზე?

შევხედავ ამათ და... უცებ ის მომენტი მიდგება თვალწინ, სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი რომ შეხვდნენ ერთმანეთს თეირანში.

არა, ხომ არიან ესენი იმათთან შედარებით ჭღპღ-ები?

*

ამას წინებზე კიდე უფრო მაგრად ვიცინე, როცა აღმოჩნდა, რომ ესა, ეს ჩვენებური დედაკაცი ტაივანის ჯაშუში ყოფილა საქართველოში.

ჰა, ჰა, ჰა!

ტაივანისა, კაცო, ტაივანისა.

უკეთესი არ არი, ვინიტუ ინჩუჩუნას ტომის ჯაშუში იყო, ვიდრე ტაივანისა და კამბოჯისა?!

*

მოკლედ, ვუყურებ ამათ ფიზიონომიას, დგომის მანერას, გამომეტყველებას, მოკასინებს, შარვალს, ჩულქებს, მიხვრა-მოხვრას, ელასტიურობას, ფერთა შეხამებას და მჯერა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

1
333
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
16 თებერვალი, 8:05
ძნელია არ დაეთანხმო,სასწაული ფოტოა და რაღა დავმალო,მეც კარგად გამეცინა. მსოფლიო პოლიტიკური სივრცე კრიზისშია,ერთ მხარეს არიან ერდოღანი და პუტინი,ხოლო მეორე მხარეს საპირწონე არ ყავს,რაც პირველი ორის გამარჯვების შანსებს ზრდის. არც პუტინი ან ერდოღანი არის დიდი სტრატეგი და დიდი პოლიტიკოსი,თუმცა დღეს მსოფლიოში კონკურენციას ვერავინ უწევს,რაც ასევე სამწუხაროა. ჰიტლერი ხო იყო სატანის მოციქული,თუმცა საპირწონე ყავდა,თან უფრო ძლიერები და გონიერები. ძია სტალინი და ჩერჩილი ბევრად მაღლა იდგენენ გონებრივი შესაძლებლობებით. იყო კომფრონტაცია,მსოფლიო ომი და ამ სამმა გადაყვიტა მსოფლიოს ბედი. ერთმა იმდენი მოახერხა რო ჩამოაყალიბა დიდი არმია,გაიჩინა მოკავშირები და ომი დაიწყო,თან გერმანელიც არ იყო,თუმცა მარიფათიანი კაცი იყო და ნასუფრალს მთლიანი სუფრა არჩია. სტალინი იყო ის კაცი,რომლის ქვეყანა კრიზისში იყო,თუმცა მთელი ქვეყანა სამხედრო წარმოების ჩარხზე მოაწყო,ამერიკული დახმარებაც შეირგო. ჩერჩილს ბომბებს აყრიდა ადოლფი თავზე და კაპიტულაცია ვერ გამოაცხადებინა,სტალინის არ იყოს,ამერიკული დახმარება შეირგო. გავიდა 70 წელი და ვინ არიან მსოფლიო ლიდერები,ამაზე დიდი კომედია გინდათ რამე? ამიტომაც გულაობენ ერდოღანები და პუტინები,რადგან თავის ტოლი პოლიტიკოსი და კონკურენტი არ ყავთ. თან ყველაზე მთავარი,რუსების დამარცხება არ შეუძლიათ ევროპელებს,ეს ვერ გაიაზრეს და ვერ გაითავისეს. ნაპოლეონი იყო და ვერ დაიმორჩილა რუსეთი,იმდენად დიდი იყო სურვილი რუსების დამარცხების რო ზამთარმა უწია,ასევე იყო ჰიტლერიც და ასე იქნება ყველა ევროპელი ლიდერი. რუსების დამარცხება შეუძლია მხოლოდ აზიელებს და კავკასიელებს,რადგან რუსების ბუნება და მენტალიტეტი იციან. ამიტომაც სწორი არის ჩვენი კავშირი ჩინეთთან. დღეს თითქოს მოკავშირეა ჩინეთი რუსეთის,თუმცა სიზმარში სულ ხედავენ ჩინელები დამარცხებულ რუსეთს.
0 1 1