x
image
Yoona
ჩვენთვის ჩვეული 15 საკვები პროდუქტი, რომელსაც სასიკვდილო დოზა აქვს
ტოქსიკოლოგებს აქვთ შესანიშნავი გამოთქმა: „ყველაფერი შხამია, ყველაფერი წამალია, ორივე დოზით განისაზღვრება“ (სხვათა შორის, მას მიაწერენ შვეიცარიელ ექიმს პარაცელსუსს). გამოდის, ნებისმიერ რამეს შეუძლია მოგკლას, თუ არასწორად გამოთვლით დოზას.



image



საინტერესოა, რომ ეს წესი ეხება პროდუქტებსაც, რომლებსაც რეგულარულად მოვიხმართ. დიახ, დიახ, ერთი შეხედვით უვნებელი დელიკატესების გადაჭარბებულმა ჭამამ ​​შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, არამედ სიკვდილიც. ექიმები და მეცნიერები მოგვიწოდებენ, ყველაფერში ზომიერება დავიცვათ, რომ უსიამოვნო შედეგები არ შეგვექმნას.



ქვემოთ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენთვის კარგად ცნობილი ჩვეულებრივი საკვების სასიკვდილო დოზები. რა თქმა უნდა, საკვების ან სასმლის მითითებული რაოდენობის მოხმარება საკმაოდ პრობლემურია. თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს თავი დავიზღვიოთ და ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.



ფორთოხალი


image

სასიკვდილო დოზა: 1100–დან 11 ათას ცალამდე

თეორიულად, თუ ადამიანი ამდენ ხილს შეჭამს, С ვიტამინის გადაჭარბებული დოზით მოკვდება.



ყავა

image

სასიკვდილო დოზა: 42 – 70 ფინჯანი

მკვლევარებმა 70 კგ ადამიანისთვის მაქსიმალური დოზა გამოთვალეს.



შოკოლადი

image

სასიკვდილო დოზა: 85 სრული ზომის ფილა

მითითებული რაოდენობით საშიშია შავი შოკოლადი. რძიანი შოკოლადი ლეტალურ შედეგს ბევრად უფრო სწრაფად გამოიწვევს შაქრის მაღალი შემცველობის გამო.



ბანანი

image

სასიკვდილო დოზა: 400 – 450 ცალი

ბანანი შეიცავს კალიუმს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაქსიმალური დოზაა დღეში არაუმეტეს 6 ბანანი. მაშინაც კი, თუ მეტს შეჭამთ, ეს თქვენს ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება. 400–ზე მეტი ბანანი უნდა მიირთვათ, რომ კალიუმის დონის მატება და გულის გაჩერება გამოიწვიოთ.



შაქარი

image

სასიკვდილო დოზა: 10, 5 ჭიქა

შაქრის გადაჭარბებული მიღება იწვევს ორგანიზმის მოწამვლას და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის, ასევე სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევას.



შავი წიწაკა

image

სასიკვდილო დოზა: 20 – 29 ჩაის კოვზი

მთავარი ზიანი საყლაპავზე და კუჭზე აქტიურ მავნე ზემოქმედებაშია.



ვაშლი

image

სასიკვდილო დოზა: 20 – 100 ვაშლი, თუ კურკთან ერთად მიირთმევთ

ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა არა ვაშლის რბილობი, არამედ მის კურკაში შემავალი ციანიდი. ერთ დღეში ბევრი ხილი უნდა მიირთვათ, რომ ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენოთ. სხვათა შორის, იმავე სახიფათო ნივთიერებას ალუბლის კურკაც შეიცავს.



წითელი ხორცი

image

სასიკვდილო დოზა: 3 – 5 კგ

წითელი ხორცის გადაჭარბებული მიღება აზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემას, არტერიულ წნევას სერიოზულად ზრდის.



მარილი

image

სასიკვდილო დოზა: 3 – 7 ჩაის კოვზი (35 – 70 გრამი)

მარილი ნატრიუმის წყაროა. ექიმები დღეში 1, 5 გრამზე მეტი ნატრიუმის ან 3, 75 გრამზე მეტი მარილის მიღებას არ გვირჩევენ.



ისპანახი

image

სასიკვდილო დოზა: 2 – 2, 5 კგ

ისპანახი შეიცავს მჟაუნმჟავას, რომელიც ხელს უწყობს თირკმლებსა და შარდის ბუშტში ქვების დაჩქარებულ წარმოქმნას. თითქოს დიეტური და ნატურალური პროდუქტია, მაგრამ ჯობია ბოროტად არ გამოიყენოთ.



წყალი

image

სასიკვდილო დოზა: 6 ლიტრი

აღსანიშნავია, რომ წყალი ყველაზე არატოქსიკური ნივთიერებაა, ამიტომ მისით მოწამვლა უკიდურესად რთულია. სახიფათო ხდება, თუ მოკლე დროში ზედმეტად ბევრს დალევთ. 3 საათის განმავლობაში 6 ლიტრი წყლის დალევა სასიკვდილო შეიძლება იყოს.



ნუში

image

სასიკვდილო დოზა: 1 – 2 კგ

მწარე ნუში ციანიდს შეიცავს. ლეტალური შედეგი შესაძლებელია, თუ ბევრ კაკალს რამდენიმე საათის განმავლობაში მიირთმევთ.



ავოკადო

image

სასიკვდილო დოზა: 200 ცალი

ავოკადოში გაცილებით მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში. სწორედ ამიტომ, ჭარბი მოხმარების გამო ინტოქსიკაცია უფრო სწრაფად ვითარდება.



კვერცხი

image

სასიკვდილო დოზა: 30 – 42 ცალი

კვერცხი ნოყიერი საკვებია. დაბალკალორიულია და ნაჯერია ცხიმებით, მდიდარია ცილებით, ვიტამინებით და მინერალებით. ექიმები გირჩევენ, რომ დღეში 2 კვერცხზე მეტი არ მიიღოთ, როგორც მზა, ასევე უმი სახით.



კოკა–კოლა

image

სასიკვდილო დოზა: 9 ორლიტრიანი ბოთლი

მთავარ ზიანს გაზიან სასმელში შემავალი შაქარი იწვევს. მითითებული რაოდენობის სასმლის დალევით ადამიანი იღებს 10, 5 ჭიქაზე მეტ შაქარს, რაც სიკვდილს იწვევს.



ბევრი ჯანსაღი საკვები და სასმელი ორგანიზმს ზიანს მოუტანს, თუ გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმართ. სწორედ ამიტომ, დაიცავით კვების რეკომენდებული ნორმები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დასახელდა სასმელი, რომელიც წყურვილს წყალზე უკეთ კლავს

2. ლიმონი, კოჭა, ხახვი და ნიორი – ვისთვის არ შეიძლება და რატომ?

3. ჯანსაღი კვების ექსპერტებმა დაასახელეს 13 ყველაზე კალორიული პროდუქტი

4. გიყვართ ზღვის პროდუქტები? მაშინ რეგულარულად მიირთმევთ პლასტმასს

5. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
73
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
73