სიახლეები დასახელდა სასმელი, რომელიც წყურვილს წყალზე უკეთ კლავს 18 იანვარი, 8:42 მკვლევარებმა გაარკვიეს, რომელი სასმელი არის საუკეთესო წყურვილის მოსაკლავად და ეს წყალი არაა.
ცნობილია, რომ სითხის გარკვეული რაოდენობა ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია. სითხე ხელს უწყობს ყველა ორგანოს ფუნქციონირებას, საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას, მშვიდ ძილს. ასევე ინფექციებისგან გვიცავს. ჩაი, ყავა, ბოსტნეული და ხილი სითხის კარგ წყაროდ ითვლება, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წყალია. ექსპერტების რეკომენდაციების თანახმად, მამაკაცებმა დღეში უნდა დალიონ დაახლოებით 16 ჭიქა წყალი (3, 7 ლ), ხოლო ქალებმა – დაახლოებით 11 ჭიქა (2, 7 ლ). თუმცა წყალი სხეულის რეჰიდრატაციის საუკეთესო საშუალება შეიძლება არ იყოს. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა 13 განსხვავებული სასმლის გავლენა სითხის ბალანსზე 70–ზე მეტ კვლევაში მონაწილე მამაკაცში. სატესტო სასმელებს შორის იყო გაზიანი სასმელები, სპორტული სასმელები, ლუდი, ცხელი ყავა, ცხელი ჩაი, ცივი ჩაი, რძე და სხვა. თითოეული მონაწილე იღებდა წარმოდგენილი სასმლებიდან მხოლოდ სამს, უგაზო წყალთან ერთად. ალბათ, გაოცებით, როცა გაიგებთ, რომელი სასმელი აღმოჩნდა ყველაზე დამატენიანებელი. ანალიზებმა აჩვენა, რომ რძე ორგანიზმს უკეთ ატენიანებს, ვიდრე წყალი.ეს ეხება როგორც უცხიმო, ასევე მოუხდელ რძეს. 2011 წელს მაკმასტერის უნივერსიტეტში ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებისთვის ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ რძე სითხის საუკეთესო წყაროა წყალთან ან სპორტულ სასმელებთან შედარებით. ეს აიხსნება რძეში ელექტროლიტების, ცილების, კალციუმის და ნახშირწყლების შემცველობით, რაც ოფლიანობის შემდეგ ორგანიზმში სითხის შევსებას ხელს უწყობს. ვინაიდან რძე ბევრ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, ორგანიზმი უფრო დიდხანს ინარჩუნებს, რადგან მათ დაშლას მეტი დრო სჭირდება. არ დაგავიწყდეთ რძეში წყლის მაღალი შემცველობა. ის 90% წყლისგან შედგება, რაც სითხის შესანიშნავ წყაროდ აქცევს, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ადამიანები დეჰიდრატაციას მეტად განიცდიან. როგორც სხვა პროდუქტების შემთხვევაში, რძის და რძის პროდუქტების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, როგორიცაა მუცლის შებერილობა, გულისრევა, დიარეა, განსაკუთრებით ლაქტოზას შეუწყნარებლობის მქონე ადამიანებში. მეორე მხრივ, რძე ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კარგი არჩევანი შეიძლება გახდეს, რადგან კუნთების აღდგენას ხელს უწყობს. მთლიანობაში, რძე წყლის შესანიშნავი დანამატი შეიძლება გახდეს, მაგრამ მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს. საინტერესო ფაქტები წყალზე და ჩვენს სხეულზე ჩვენი სხეულის 60%–ზე მეტი წყლისგან შედგება.მამაკაცების ორგანიზმში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ქალებში, ხოლო ჩვილების ორგანიზმის თითქმის 80% წყალია. ასაკთან ერთად წყლის შემცველობა ორივე სქესის ორგანიზმში იკლებს. წყალი ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს სჭირდება. ფილტვები, თირკმლები, კუნთები, სისხლი, გული და ტვინი – ყველაფერი წყალზეა დამოკიდებული, რომ სწორად მუშაობა შეძლოს. თუ წყურვილს გრძნობთ, ანუ დეჰიდრატირებული ხართ. წყლის დალევა ჩვევაში გადაზარდეთ მანამ, სანამ წყურვილს იგრძნობთ. წყლის დეფიციტი ორგანიზმში დღისით დაღლილობის მთავარი მიზეზია. ხალხს ხშირად ერევა წყურვილი შიმშილთან, რაც მეტი კალორიის მიღებას იწვევს, როდესაც უბრალოდ წყლის დალევა გვჭირდება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ 2. 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს 3. 6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ღამით ჭიქაში გაჩერებული წყლის დალევა 4. ოფლიანობა არ წვავს ცხიმს: რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ფიტნეს ჩვევებს 5. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 762 1-ს მოსწონს |