სხვა თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია! 2018, 11 ოქტომბერი, 9:20 ღამე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ და დაიღალეთ იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში? დრო მოვიდა, ყველაფერი გაარკვიოთ. ჩინურ მედიცინაში ორგანიზმს თავისებური ბიოლოგიური საათი აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ, თუ რომელი ორგანოს პრობლემა არ გაძლევთ დაძინების საშუალებას, ან რომელი ემოცია გაღვიძებთ შუაღამეს. ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკული საათი ნახეთ ზემოთ მოცემულ სურათში. აი რას ნიშნავს ის. 1. თუ თქვენ 21:00-დან 23:00-მდე დაძინება გიჭირთ ამ დროს სისხლძარღვები აქტიურობას იწყებს. თუ ამ დროს დაძინება გიჭირთ, შეიძლება იმუნიტეტის, თირკმლის და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გქონდეთ. ამ დროს ძილის გართულების ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება იყოს სტრესი, ფიქრების არევა. 2. თუ თქვენ 23:00-დან 1:00-მდე პერიოდში გეღვიძებათ ამ დროს ნაღვლის ბუშტი არის აქტიური. ეს ორგანო დღის განმავლობაში მიღებული ცხიმების დამუშავებაზე არის პასუხისმგებელი. თუ ამ დროს გაიღვიძებთ, მაშინ რაციონში უფრო ბევრი, სასარგებლო ცხიმები უნდა შეიტანოთ. თუ საკუთარ თავს ან ვინმეს რაღაცის გამო განსჯით, შეიძლება ამ შუალედში ძილის პრობლემები გქონდეთ. 3. თუ თქვენ 1:00-დან 3:00-მდე პერიოდში გეღვიძებათ ღვიძლის აქტივობის დროა. თუ ძილი ამ პერიოდში არის დარღვეული, თქვენ ამ მნიშვნელოვან ორგანოს დიდ დატვირთვას აძლევთ. დროა ალკოჰოლის მოხმარება შეამციროთ და დიეტაზე გადახვიდეთ. ბრაზი, რისხვა და დანაშაულის შეგრძნება ასევე ამ დროს ძილს დაგიფრთხობთ. 4. თუ თქვენ 3:00-დან 5:00-მდე პერიოდში გეღვიძებათ ამ დროს ფილტვები ჟანგბადს ივსებს, რომ მთელ ორგანიზმს გადასცეს. ამ დროს ადამიანები განიცდიან მწუხარებას, დარდს, წუხილს. თუ ამ დროს იღვიძებთ, ეს მკაფიო დეპრესიის ნიშანია. სიტუაციის გამოსასწორებლად, საჭიროა ჯანსაღი კვება და უფრო ბევრი სუფთა ჰაერის სუნთქვა. 5. თუ თქვენ 5:00-დან 7:00-მე პერიოდში გეღვიძებათ ამ პერიოდში მსხვილი ნაწლავი აქტიურდება, ასე რომ არაფერია უჩვეულო, თუ თქვენ გაიღვიძებთ, რადგან თქვენ ტუალეტში წასვლის სურვილი შეიძლება გქონდეთ. პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ბევრი წყალი დალიეთ. ემოციურად ამ პერიოდში დაძინებაში ხელს გამოუვალი სიტუაცია გიშლით, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით, ან მოუთმენელი მოლოდინი ცხოვრებაში. ახლა უკვე იცით, სად იმალება პრობლემა და შეგიძლიათ მის გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყოთ. მშვიდად იძინეთ და ჯანმრთელები იყავით! 4869 1-ს მოსწონს
|