x
image
Yoona
Mediator image
იცოდით, რატომ უწოდებენ ქათმის ბულიონს „ებრაულ პენიცილინს“?
რა შეიძლება იყოს ქათმის ბულიონზე უფრო მარტივი? მისი მომზადება დამწყებ მზარეულსაც შეუძლია. ერთი შეხედვით პრიმიტიული კერძი ბევრ საიდუმლოს მალავს. დიახ, ბულიონი გემოთი ვერ გაგაოცებთ, მაგრამ დიდი ხნის ისტორია აქვს და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მას „ებრაულ პენიცილინსაც“ უწოდებენ და არა ხუმრობით.



ლეგენდები და ისტორიული ფაქტები

image



უცნობია, როდის მომზადდა პირველად ქათმის ბულიონი, მაგრამ მეცნიერებმა ზუსტად იციან, რომ ძველ ეგვიპტეში მისი მომზადება იცოდნენ და ძალიან აფასებდნენ. შემორჩენილია ეგვიპტური ლეგენდაც, როგორ შეიქმნა ქათმის ბულიონი. არქეოლოგებმა ამის შესახებ 3000 წელზე მეტი ხნის პაპირუსებზე დაწერილი იგავებიდან შეიტყვეს.



image




ისტორია ამბობს, რომ ერთხელ მშიერმა მონამ ქათამი მოიპარა. მონა იმდენად უიღბლო აღმოჩნდა, მცველმა თვალი მოჰკრა და დაედევნა. ქურდმა მტკიცებულების მოსაშორებლად ქათამი ჩააგდო ქვაბში, სადაც წყალი დუღდა. მონა დაიჭირეს და მოსამართლესთან მიიყვანეს, ხოლო დანაშაულის დასამტკიცებლად მოიტანეს ქვაბი შეჭამანდით.



მართლმსაჯულების ქურუმს გაუკვირდა ქვაბიდან მომავალი გემრიელი სუნი და ბულიონი გასინჯა. იმდენად მოიხიბლა, რომ მოსამართლემ ქურდს აპატია. ქურდი გაათავისუფლეს, ხოლო ბულიონის რეცეპტი ეგვიპტელი ხალხის საკუთრება გახდა. ეგვიპტელებს შინაური ფრინველით მომზადებული ბულიონის სამკურნალო თვისებების შესახებ რომ სცოდნოდათ, ალბათ, ხმას არ ამოიღებდნენ.



ქათმის ბულიონზე, როგორც წამალზე, ლაპარაკი ელინებმა საუკუნეების შემდეგ დაიწყეს. ძველმა ბერძენმა ექიმმა დიოსკორიდემ პირველად აღწერა ქათმის ბულიონის დადებითი გავლენა ავადმყოფის ორგანიზმზე. მოგვიანებით მისი დაკვირვებები დაადასტურა სამედიცინო მეცნიერების კიდევ ერთმა მნათობმა, სპარსელმა ექიმმა ავიცენამ.



image



მაგრამ აღმოჩნდა, რომ ებრაელებმა კარგად იცოდნენ ბულიონის თვისებებზე ეგვიპტელების, ბერძნების და სპარსელების გარეშეც. ქათმის ბულიონს იყენებდნენ ბევრი დაავადების სამკურნალოდ და თითქმის პანაცეად ითვლებოდა. ეს ფაქტი გახდა კერძის უჩვეულო სახელის „ებრაული პენიცილინის“ გაჩენის მიზეზი.



რატომ კურნავს ბულიონი?



ქათმის ბულიონს იყენებდნენ სურდოს, ბრონქიტის და პნევმონიის დროს. ნიშნავდნენ გამოფიტვის, მძიმე ჭრილობების დროს სწრაფად აღსადგენად, იმუნიტეტის მხარდასაჭერად. ზოგჯერ ღარიბი ებრაული ოჯახისთვის ბულიონი ერთადერთი წამალი იყო და თან ძვირადღირებულ წამლებზე არანაკლები შედეგი ჰქონდა.



image



ასეთი ბულიონი ძალიან ნოყიერია. მასში ბევრი ვიტამინია, მაგალითად, B, H, PP ვიტამინები, ასკორბინის მჟავა. ამ სითხეში ბევრი მიკროელემენტია, მათ შორის მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია.



ამ ყველაფრის ხარჯზე ორგანიზმი უკეთ ებრძვის ინფექციებს, საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება, თმა, კანი და ფრჩხილები ძლიერდება. ბულიონი ნახველის მოშორებას ხელს უწყობს და ორგანიზმის ტონუსს ზრდის. როგორც ხედავთ, ქათმის ბულიონით ნებისმიერი უსიამოვნების მოშორება შეიძლება.



ქათმის ბულიონს სამკურნალო ეფექტი რომ ჰქონდეს, სწორად უნდა მოამზადოთ. ბულიონის მომზადების რეცეპტს აქ იხილავთ: ქათმის ბულიონი – ყველა დაავადების პანაცეა. როგორ მოვამზადოთ სწორად?



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დასახელდა სასმელი, რომელიც წყურვილს წყალზე უკეთ კლავს

2. თაფლი, ნიორი, ლოცვა, ობი: როგორ ებრძოდნენ ადამიანები მიკრობებს სხვადასხვა დროს

3. კოჭა-ნივრის წვნიანი 52 კბილი ნივრისგან გაციებას, გრიპს და ნეიროვირუსს გაუმკლავდება

4. ჯანსაღი კვების ექსპერტებმა დაასახელეს 13 ყველაზე კალორიული პროდუქტი

5. რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა?

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
441
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
441