x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"შედიან, ლოცულობენ, პირჯვარს იწერენ, თავიანთ სიგრძე სანთლებს ანთებენ, გამოდიან და მის ამგებს ლანძღავენ!"-გელა ზედელაშვილი

image

"წერეთლის გამზირი გაიხსნა!
*
სანამ ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიური პარკის მშენებლობას დაასრულებდა, მე “პესიმისტებთან'' ომი მქონდა. ისინი ბრაზობდნენ, ცოფიანობდნენ, ხეებს რო დაათრევს, ეხლა მაგისი დრო არიო? მთელი აჭარა და გურია რო გააპარტახა, ეგ არი საქმეო? ეგ ფული რო აიღოს და დაგვირიგოს, უკეთესი არ იქნებაო?
თავიდან ვცდილობდი, დეტალურად ამეხსნა, როგორი კარგი იქნებოდა დენდროლოგიური პარკი - როგორ გაისეირნ-გამოისეირნებდნენ ზაფხულში, როგორ ჩაისუნთქავდნენ სუფთა ჰაერს, დატკბებოდნენ ჩიტების ჭიკჭიკით, ბულბულთა სტვენით, შაშვთა გალობით, როგორ გააყოლებდნენ თვალს ფარშევანგებს და როგორ წამოიტრაკებოდნენ ასწლოვანი ხეების ჩრდილში.
როცა “პესიმისტებს'' ვერაფერი გავაგებინე, ჩემი სააზროვნო არსენალი ძალიან გავაღარიბე - მხოლოდ იმასღა ვუხსნიდი, როგორ წამოიტრაკებოდნენ ასწლოვანი ხეების ჩრდილში, მეტის სურვილი აღარ მქონდა.
*
გავიდა დრო, გაიხსნა დენდროლოგიური პარკი და... რას ვხედავ? “პესიმისტები'', რომლებიც აქეთ ილანძღებოდნენ და იფურთხებოდნენ, ყოველ ზაფხულს იქ გადაღებულ სურათებს დებენ “ფაცებოოკში''. თან იგრე უმანკოდ იყურებიან, იგეთი ღიმილიანი სახეები აქვთ, გეგონება პარკის ამშენებელზე აუგი არასდროს დასცდენიათ.
თუმცა!
თქვენ გგონიათ, ვინმეს მადლობა დასცდება? არა, იქაც იგივე ხდება, რაც ხდება სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებით - შედიან, ლოცულობენ, პირჯვარს იწერენ, თავიანთ სიგრძე სანთლებს ანთებენ, გამოდიან და მის ამგებს ლანძღავენ!
*
ჰოდა... დენდროლოგიურის ამბავი რატომ გავიხსენე?
იმიტომ, რომ დაახლოებით იგივე ხდებოდა წერეთლის გამზირთან დაკავშირებით.
ბიჯოოოოო!
აღარ მოითმინეს, ვეღარ მოითმინეს, ინთილა იკრეს, ხან საიდან მოუარეს, ხან საიდან გაზომეს, რა სიუჟეტები და საგამოძიებო გადაცემები აღარ მიუძღვნეს... ბოლოს კეზერას უბორნიაში ისიც კი მოიგონეს, კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც დააპატიმრებენო... აი, ამიტომაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილიო.
გაიგონეთ?
ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ კახა კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვერ ამთავრებსო.
მოწმეები?
მტკიცებულებები?
მხლოდ ინკოგნიტო გამვლელ-გამომვლელების (ასეთებს რა გამოლევს?) ღვარძლიანი ბლიც-ინტერვიუები - ყელამდე ტალახში ვართ! წერეთლის გამზირს აწი აღარაფერი ეშველება! ირგვლივ მტვერია! კალაძე დასაჭერია და... ასე შემდეგ. არ ვიცი, ამ პერიოდში იმდენი სიბილწე და სიბინძურე გავიგონე, ვერც კი გავიმეორებ.
ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ფაქტია, წერეთლის გამზირთან დაკავშირებითაც ომი მქონდა “პესიმისტებთან'' - მე დიდი მოწადინებით ვარწმუნებდი, რომ უახლოეს ხანში, როცა დივანზე წამოიტრაკებოდნენ, მათი ონკანებიდან ანკარა წყალი ჩამორაკრაკდებოდა, როცა “მანქნებში'' ტრაკებს ჩადებდნენ, კუდუსუნის ძვალი აღარ ეტკინებოდათ, როცა ფეხით გაივლიდნენ, ლაქის მოკასინები აღარ დაესვრებოდათ და რაც მთავარია, ჰაერი სუფთა იქნებოდა.
მადლობა ღმერთს, ასეთი უმადურები ბევრნი არ არიან, მაგრამ რამდენნიც არიან, ხომ არიან?
*
სხვათა შორის, მე არც დენდროლოგიურ პარკში ვყოფილვარ და არც წერეთლის გამზირზე ვაპირებ დილა-საღამოს სიარულს. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთას ასეა, გზა იქით არ მაქვს, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და ვიარო კიდევაც.
არადა, ორივე ფრონტზე ვიბრძოდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ორივეგან გავიმარჯვე. არა, სხვა ფრონტებზეც გავიმარჯვე, მაგრამ ამ ორში უფრო მეტი ენერგია დავხარჯე.
*
მოკლედ, გაიხსნა!
დიდი მადლობა კახას და მის თანამშრომლებს, სიტყვა თქვეს და შეასრულეს.
რა, ერთი კვირით, ან ერთი თვით გვიან რომ გახსნილიყო, წერეთელზე აღარ გაივლიდით? გაივლიდით და მეტსაც იზამდით, მაგრამ რაკი ითქვა, უნდა გაკეთებულიყო. ეს პრინციპის ამბავია!
ვისაც არ ესიამოვნა, წავიდეს და ისევ ის წყალი დალიოს, აქამდე რომ მოდიოდა ჩამყაყებული მილების საშუალებით. თუმცა სადღა დალევენ ბინძურ წყალს? აღარ არი, დამპალი მილები შეიცვალა.
გილოცავთ!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
0
163
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0