x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"16 წლის გოგონები "ინსტაგრამზე" რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ? მერე მეტყვიან ქალთმოძულე ხარო?" - მასტერი
image

ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოზარდი გოგოების მიერ, სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებზე საუბრობს.


„16 წლის გოგონები ინსტაგრამზე რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ? და მერე მე მეტყვიან ქალთმოძულე ხარო?

თქვენ გძულთ მომავალი და ფეხებზე გკიდიათ!


მეორე გამოხტება და მაგის მეტი პრობლემა ვერ ნახე ამ ქვეყანაშიო და ახალგაზრდების მომავალზე და ზნეობაზე რაიმე მნიშვნელოვანი არის კიდე რამე?“, - წერს მასტერი.

რეპერის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:


„აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ არამხოლოდ 16 წლის, 12, 13 წლიდან იწყება“


„და იდეაში რა მნიშვნელობა აქვს 16 წლის ბავშვი გადმოაგდებს ინსტაგრამზე მკერდს თუ 26 წლის გოგო... ძალიან ტეხავს ქართველმა მანდილოსნებმა მანდილის არსი რომ დაკარგეს..“.


„სად არიან და დედები ემიგრაციაში, მამები ჯანდაბაში!!!“


"ამიტომ გავაუქმე ტიკ ტოკი 12 წლიდან ყველამ გაიხადა ცდილობენ მოიპოვონ ბევრი შეფასება და ეს არის საშინელება ყველაფერზე წამსვლელი რო იქნება გოგო ბავშვი ახალგაზრდა და მომავალი თაობა გონიათ რო აი უფ დამიგულეს მაგარი ვარ მოვწონვარ რეალურად კი გონებაში სხვა რამ უტრიალებთ არასდროდ ჩავიცმევ ან გავაკეთებ რამეს იმის გამო რო სხვას მოეწონოს მე თუ მომწონს ამ შემთხვევაში ვაკეთებ თუმცა ზღვარს არაადროს ვცდები რადგან ჩემს უკან შვილები იზრდებიან და დედის საგინებლად არცერთს არ გავხდი რადგაბ ჩემს შემდეგ მათ ცხოვრება უნდა გააგრძელონ ღირსეულად და სიამაყით ამიტომ ჩემი წესი ესაა აკეთე რაც მოგწონს მაგრამ ზღვარს არუნდა გაცდეს შენი საქციელს"



"პირადი თავისუფლებისა და ამორალობის დეფინიცია რომ სწორად იცოდნენ, რაც თავისთავად განათლებიდან მოდის, მერე ცალკე ქალები აღარ იწიკვინებენ, იი რა შენი საქმეა, ვისაც რა უნდა იმას იზავსო და მშობლები კიდევ მეტად სერიოზულად აღიქვამენ ამ პრობლემას! 16 წლის ძმა მყავს და მის ფოლოვერებს, ამხანაგებს და თანატოლებს რომ ვუყურებ, ძირითადად გოგოებს, გული მიწუხდება მათ ჩაცმულობაზე, საუბრის მანერებზე და ზოგადად აღზრდაზე არადა თავადაც 27 წლის თანამედროვე გოგო ვარ, თაობათა შორის სხვაობას რომ ვერ მომიმიზეზებთ."-- წერენ კომენტარებში.

0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0