საზოგადოება "ნეტავ, მოსკოვში არ წავსულიყავი... დედა ბილეთს აღარ იყიდდა და არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა" - ელდარ შენგელია 26 იანვარი, 14:07 დღეს, 26 მაისს, დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდა ქართველ რეჟისორს ელდარ შენგელაიას, რომელმაც გვაჩუქა ისეთი კინოშედევრები, როგორიცაა "არაჩეულებრივი გამოფენა", შერეკილები", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი". გაგაცნობთ, ელდარ შენგელაიას მოგონებას დედაზე, 1920/30-იანი წლების საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავზე ნატო ვაჩნაძეზე, რომელიც 1953 წლის 14 ივნისს საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტორფაში დაიღუპა. “მოსკოვში ვსწავლობდი. დედამ ჩამომაკითხა. მეგობრები თემიკო ჩირგაძესთან წავედით ვარატინსკის ოლქში, სადაც ჯარში მსახურობდა. დედამ გამაფრთხილა, თუ შენ არ ჩამოხვალ, თბილისში არ წავალო. თემიკოსთან კარგად ვიქეიფეთ და დავწექით. საერთოდ, ღრმა ძილი ვიცი, მაგრამ ღამის სამ საათზე გამეღვიძა და დედა გამახსენდა. თემიკოს ვუთხარი, ახლავე მოსკოვში მივდივართქო. მან მითხრა, მატარებელი არაა და ვერ წახვალო. ვუპასუხე, საბარგო მატარებელი მაინც იქნება. როგორმე წავალ, რადგან დედას დავპირდი. სულ იმავეს ვფიქრობ, ნეტავ მოსკოვში არ წავსულიყავი. დედა ბილეთს აღარ იყიდდა და მოსკოვში დამელოდებოდა. არც იმ საბედისწერო თვითმფრინავში მოხვდებოდა. როგორც იქნა მოსკოვში ჩავედი და დედა გავაცილე. აეროპორტში მისულ დედაჩემს, ბილეთი არ დახვდა. შემდეგ მოლარეს აუხსნა, რომ სასწრაფოდ უნდოდა გაფრენა. მან კი ცნობილ მსახიობს უარი ვერ უთხრა. ასე იშოვა დედამ საბედისწერო რეისის ბილეთი და ასე მოხვდა იმ თვითმფრინავში. დამთხვევაა ისიც, რომ ავიაკატასტროფა მამაჩემის სოფელ ობუჯთან მოხდა. მანამდე წლებით ადრე კი მამა დედაჩემის სოფელ გურჯაანთან ახლოს გარდაიცვალა.”(ელდარ შენგელაია) ფოტოზე: ელდარ შენგელაია, ნატო ვაჩნაძე, თენგიზ ვაჩნაძე და გიორგი შენგელაია P.S. ერთხელ, ნატო ვაჩნაძე როდესაც მეგობრებთან ერთად გრემის მონასტრიდან ბრუნდებოდნენ, ის ჯგუფს ჩამორჩა და ერთ-ერთი ხის ქვეშ გაჩერდა. მხატვარმა ელენე ახვლედიანმა დაუძახა, რომ დროულად წასულიყო, რაზეც ნატომ უპასუხა, ამ ხის ძირში დამასაფლავეთო. მსახიობი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მოგვიანებით კი ვერის სასაფლაოდან ნიკოლოზ შენგელაიაც დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით გადაასვენეს…ნატო ვაჩნაძის თხოვნა აუსრულებელი დარჩა. ასევე დაგაინტერესებთ14 ივნისს დაიბადა ნატო ვაჩნაძე და 14 ივნისავე დაიღუპა ტრაგიკულად ავიაკატასტროფაში ზუგდიდის სიახლოვეს, 49 წლის ასაკში, ტრაგედიის დეტალებს, რომელიც 68 წლის წინ მოხდა ქვემოთ გაეცნობით. თვითმფრინავი ასრულებდა რეისს 229 მარშრუტზე მოსკოვი - დონის როსტოვი - თბილისი.საჰაერო ხომალდი ილ-12 დილის 5 საათზე...დღეს, 2 იანვარს ვასილ ჩხაიძის დაბადების დღეა, მისი კინოკარიერა საკმაოდ გვიან 63 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ელდარ შენგელაიამ შემთხვევით აღმოაჩინა ფოთის გუნიას სახელობის თეატრში და თბილისში მიიწვია პიპინიას როლზე ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა"(1968 წელი), რომ არა ელდარ შენგელაია, მისი სახელი დღეს 13 იანვარი გერმანულ-რუსული წარმოშობის ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას დაბადების დღეა.(ნამდვილი გვარია შპრინკი)მას 87 წელი შეუსრულდა. დაიბადა ტაშკენტში(უზბეკეთი, 1937 წელს), 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). სწორედ იქ გაიცნო მომავა... 5 მაისს დაიბადა ცნობილი ქართველი მსახიობი ტრისტან სარალიძე, რუსთავის თეატრის მსახიობის დებიუტი შედგა თემურ ბაბლუანის ფილმში "ბეღურების გადაფრენა"(1980), თუმცა ფართო მაყურებელმა მსახიობი გაიცნო გიორგი შენგელაიას საკულტო კომედიიდან "სიყვარული... 209 3-ს მოსწონს
|