საზოგადოება ადამიანები მთვარეზე არასდროს ყოფილან - მტკიცებულებები, რომ "აპოლო 11" დიდი ტყუილი იყო 9 თებერვალი, 13:28
ამერიკული კოსმოსური ხომალდი «აპოლონ –11» 1969 წლის 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე დაჯდა და კაცობრიობის ისტორიაში პირველად დადგა ადამიანმა ფეხი სხვა ციურ სხეულზე - ასეთი იყო ოფიციალური ინფორმაცია. მას შემდეგ რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტი კითხვები ჩნდება და იზრდება სკეპტიკოსების რაოდენობაც. რატომ დააკონსერვეს მთვარის მისია? რატომ აღარ გაფრენილან მთვარეზე 1972 წლის შემდეგ დღემდე?
მტკიცებულებები, რომლებსაც ნასას წარმომადგენლები დამაჯერებლად ვერ ხსნიან: 1. მთვარის ზედაპირზე გრავიტაციის ძალა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე. უფრო ზუსტად, მისი მიზიდულობის ძალა დედამიწის მიზიდულობის 1/6-ია. ამიტომ, ნახტომი მთვარეზე უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე. მთვარეზე გადაღებულ ფირს თუ დავაჩქარებთ, ვნახავთ რომ ასტრონავტები იქ ისევე მოძრაობენ, როგორც დედამიწის ზედაპირზე იმოძრავებდნენ. 2. მთვარეზე ატმოსფერო არ არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ქარიც ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ვერც დროშა იფრიალებდა. ეს ფაქტი, თავის დროზე, დროშაში ჩაკერებული მავთულის არსებობით ახსნეს, მაგრამ ფირზე და ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ დროშის თავში ჰორიზონტალურად ჩაკერებული მავთული არ მოძრაობს. 3. მთვარეზე ძალიან მაღალი რადიაციაა. ამერიკელი მეცნიერების გაანგარიშებით, მთვარეზე დამჯდარი კოსმოსური აპარატი, ადამიანებისთვის უსაფრთხო რომ იყოს, მისი კედლები ტყვიის უნდა იყოს, ხოლო სისქე – 80 სმ-ს უნდა აღემატებოდეს. ამერიკული ხომალდი მთვარეზე 1969 წელს დაჯდა. მაშინ ნასას აპარატებს ასეთი კედლები ნამდვილად არა ჰქონია და დღესაც წარმოუდგენელია ასეთი კოსმოსური აპარატის კოსმოსში გაშვება. 4. მტვერი, რომელიც მთვარის ზედაპირზე დევს, დაბალი მიზიდულობის გამო, თითქმის უწონადია. ამიტომ, როდესაც ადამიანი მის ზედაპირს ეხება, იმ ადგილზე მტვრის ბუღი უნდა დგებოდეს. მაგრამ, ასტონავტების ფეხებთან მსგავსი არაფერი შეინიშნება. 5. როგორც დედამიწაზე, მთვარეზეც სინათლე მზიდან მიდის. მთვარის სურათებზე კი, საგნების ჩრდილი სხვადასხვა მიმართულებით ეცემა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სინათლის წყარო რამდენიმეა. 366 2-ს მოსწონს 1-ს არა
|