x
image
თამილა გურაშვილი
„მარტო სახლში“ ვარსკვლავი დევინ რეტრეი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

image
გავრცელებული ინფორმაციით მსახიობი დევინ რეტრეი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემამ მსახიობის ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან შეიტყო.



კონკრეტულად რატომ მოათავსეს რეტრეი ჰოსპიტალში, არ არის დაკონკრეტებული. თუმცა, ამ დროისთვის მსახიობი სავარაუდოდ უკვე სახლშია და თერაპიას გადის. მომხდარის სხვა დეტალები არ სახელდება.


რეტრეი ცნობილია ბაზ მაკკალისტერის როლით, მთავარი გმირის უფროსი ძმის როლით ფილმებში "მარტო სახლში" და "მარტო სახლში2: ნიუ იორკში დაკარგული".



დევინ რეტრეის ბრალი წაუყენა მეგობარმა ქალმა ძალადობასა და დახრჩობის მცდელობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ მსახიობი 25 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დღეებში უნდა გამართულიყო, თუმცა, მსახიობის ჯანმრთელობის გამო თებერვლისთვის გადაიდო.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0