საზოგადოება "კისერში რომ ჩამაფრინდნენ, კანკალებდნენ, სახეც შეშლილი ჰქონდათ, დორბლი სდიოდათ" - რას ჰყვება გელა მთივლიშვილი დაკავებაზე 24 იანვარი, 12:50 "მთის ამბების" ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი პოსტს აქვეყნებს და ჰყვება იმის შესახებ თუ როგორ არაადეკვატუად იქცეოდნენ პოლიციელები დაკავების დროს. "როცა ვამბობ, რომ პოლიციელები ველურებივით, არაადამიანურად იქცეოდნენ, ამას ვგულისხმობ! ხომ შეიძლება თვალი გამოეთხარათ? ორივე ონლაინპლატფორმა "მაუწყებლის" ჟურნალისტია. ასე მახრჩობდნენ მეც პოლიციის ავტომობილში. სამწუხაროდ, დახურულ მანქანაში კადრიც ვერავინ გადაიღო. ტელეფონის წართმევა უნდოდათ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკანონო დაკავების და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ამსახველი ვიდეომტკიცებულება წაეშალათ. ხუთიდან არცერთ პოლიციელს არ ჰქონდა სამხრე კამერა! იმ ხუთიდან, სულ მცირე ორი მთლად შერაცხადი არ უნდა იყოს! კისერში რომ ჩამაფრინდნენ, კანკალებდნენ, სახეც შეშლილი ჰქონდათ, დორბლი სდიოდათ. რაღაც მომენტში დავუშვი, ვაითუ, მესროლონ და მერე რამე დამაბრალონ მეთქი. ყველაფერი დამაბრალეს მანამდე, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, არ ვემორჩილებოდი, მანქანიდან გადახტომას ვცდილობდი და ა.შ. მიდი და ამტკიცე ახლა რომ გახრჩობდნენ. ამიტომ ვითხოვდი, რაც შეიძლება სწრაფად მივეყვანე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო კამერის იმედი მაინც მქონდა. ამ ფოტოზე რომ ჩანს ნაცრისფერი ქუდით, მაგან დამაკავა", - წერს ის მთივლიშვილი თავის ფეისბუქ-პოსტში. გელა მთივლიშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, ასევე "მაუწყებლის" ჟურნალისტები გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. 239 1-ს მოსწონს 1-ს არა |