საზოგადოება "მიუღებელია, როცა არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები" - სახალხო დამცველი 1 ივნისი, 21:43 სახალხო დამველი ლევან იოსელიანი | ფოტო: ლევან იოსელიანის fbსახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ულოცავს მათ ამ დღეს და საუბრობს საქართველოში არსებულ ბავშვთა უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე, მათ შორის ეხება "რუსული კანონის" ჭრილში ბავშვთა უფლებების შელახვას - როგორიცაა არასრულწლოვნების მიმართ ტელეფონზე დარეკვა და გინება. "მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები" - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ არაერთი ფაქტი მოხდა, როცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათ მცირეწლოვან შვილებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ასეთი ფაქტის შესახებ გუშინ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრა ნოდარ დუმბაძემაც მოყვა და აღნიშნა, რომ მის 8 წლის შვილს დაურეკეს: სახალხო დამცველის განცხადება 2024 წლის 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით"პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. დღეს, 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის ვალდებულება იკისრა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევაფასოთ ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნულ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი. ბოლო წლებში არსებული პროგრესის და არაერთი წინგადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვების სოციალური უფლებების დაცვის საკითხი, რადგან საქართველოში მოქმედი პროგრამები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვებისა და მათი ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და გაძლიერებას - მათი შემდგომი დამოუკიდებელი ცხოვრების მისაღწევად. ასევე, აღსანიშნავია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა, სარეაბილიტაციო, თუ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების სიმწირე და მათი გეოგრაფიული მისაწვდომობა. კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული, კოორდინირებული, ბავშვზე მორგებული და ეფექტიანი რეაგირება, თავად ბავშვებისა თუ საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს - ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბავშვთა უფლებებზე საუბრისას განსაკუთრებით ხაზგასასმელია ბავშვთა აზრის მოსმენის, მონაწილეობისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლება კოდექსით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზების ხელშეწყობა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები მათთვის მისაღები ფორმით. ხოლო, სახელწმიფოს ვალდებულებაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას და თითოეული ქმედების განხორციელებამდე, შეაფასოს აღნიშნულის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საფუძველზე, ბავშვები გახდნენ მუქარის, სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი მიმართვების, მასტიგმატიზებელი განცხადებების ადრესატები. მიუღებელია, როცა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები ხდებიან მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოების, მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის როლზე, რადგან ბავშვების უსაფრთხოება და მათი დაცვა ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას და თითოეული ჩვენგანის ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვებს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ უსურვებს ევროპულ ქვეყანაში, უსაფრთხოდა კეთილსაიმედო გარემოში ცხოვრებას, სადაც თითოეული მათგანის უფლებები და თავისუფლებები თანაბრად და თანასწორად იქნება დაცული. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეზე კვლავ განაგრძობს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ღონისძიებების განხორციელებას, მათი განუხრელი დაცვის მიზნით." 32 2-ს არ მოსწონს |
მაშინ საპატრულოში რეგიონებიდან მოყვანილი კადრები მუშაობდნენ, კარგა ხანია ზუგდიდში ყველა საპატრულო ეკიპაჟმა იცის ვინ ვარ და არც კი მახსოვს როდის გამაჩერეს ბოლოს.
ნელა მივუყვებოდი ბულვარს, ქალაქის ცენტრში იდგნენ და ახლაც დგანან ღამით მომუშავე ტაქსები. ხეივნიდან გამოსვლა და საპატრულო ეკიპაჟის მოვარდნა ერთი იყო, გაგეცინებათ და ალკოტესტის ჩაბარება მომთხოვეს ფეხით მიმავალს, რაზეც ბუნებრივია უარი ვუთხარი. მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს და დაუმორჩილებას მიწერდნენ, თავიდან წყნარად ვიყავი, მერე სიცილი დავიწყე. ტიპებმა კაიფშიაო! )
გადავიწიე ქურთუკი და ტაბელური იარაღი დავანახე, ეგრევე დაშოშმინდნენ რატომ არ გვითხარი კოლეგა, რომ იყავიო? არ ვარ კოლეგა, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი ვარ მეთქი!
სხვას ჯერ წინააღმდეგობის გაწევას გაუფორმებდნენ, მერე რამეს ჩაუდებდნენ და პრაქტიკულად ცხოვრებას დაუნგრევდნენ ადამიანს.
აგერ ნინოს ძალიან უყვარს გირჩები,კვოტები გააუქმეს და გაგიჟებულია,არ იმჩევს თორე...
რაც შეეხება მიშას რეჟიმს,ყველაფერი დამოკიდებული იყო მათ ხასიათზე,თუ კარგ ხასიათზე იყვნენ,ცოტა სასჯელი და დასჯა,ხოლო თუ ცუდზე,მტერს ისეთ დღეში აგდებდნენ ხალხს. პირადად გამაჩერეს,ფეხით მივდიოდი და დაბოლოლი ხარო მედავებოდნენ. პირადობა მომთხოვეს და არ მივეცი,ზეპურად გეტყვი პირად ნომერსთქო... მერე ნახევარი საათი მანქანასთან გამაჩერეს,ერთი ჩემთან იყო და 2 მანქანაში. ვიღაცას ურეკავდნენ და საუბრობდნენ. მერე მანქანიდან გამოყო თავი და ჩემს გვერდზე დგომს ეუბნება,გაუშვი,ავტობუსის ჯარიმაც არ არის მასზეო. დისკომფორტი შემიქნეს მხოლოდ იმის გამო რო რაღაც მოეჩვენათ. წარმოიდგინეთ,მოსჩვენებოთად რო შეიარაღებული ვიყავი,ხო მესროდნენ? თან იმას ამბობენ,თურმე ამ ახალაზრდებს არ ახსოვთ მიშას დროო... ეს არის არგუმენტი და აქ ჩანს უკვე ინტელექტის ნაკლებობა.ისეთი რამე მაინც თქვი რო დავიჯერო,არ ახსოვთ რას ქვია ან დაბადებულები არ იყვნენო,ხაზს უსვავენ ინტელექტს. თუ მიშას დრო არ ახსოვთ,რა იციან რო რუსეთი ოკუპანტია ან 2008 წელს რა მოხდა? იქნებ სეპარატისტები ვართ და 1918 წელს გამოვეყავით დედა რუსეთს,მერე დაიბრუნა მიწები რუსეთმა,ხოლო ახლა ისევ ცდილობს დაბრუნებას. საიდან იციან რო ამ ქვეყანას საქართველო ქვია და არა რუსეთი,ხო არ იყვენენ დაბადებულები. ამ დონემდე დაეცა ადამიანების აზროვნება და თან თვითონ სჯერათ ამის.
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიცნობ რა მიშას შსს-ს სისტემის მუშაობის სისტემას ძალიან კარგად, ამას თავადვე აკეთებდნენ ან სულაც იგონებდნენ.
რამდენი არასრულწლოვანი გაუშვა მიშას რეჟიმმა გაბერილი ბრალდებებით ციხეში? 14 წლის მოზარდი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა მამის მანქანის საპარკინგე ადგილის გამო დისტრიბუტორთან, მამამ თავად მიიყვანა პოლიციაში, იმხელა საქმე შეუკერეს 4 კაცის მკვლელს არ უსჯიან იმხელა სასჯელს, რაც იმ ბიჭს მიუსაჯეს.
მიშას პერიოდის ციხეების რეჟიმის უფროსების უმეტესობა ქვეყნიდანაა გაქცეული, იცით რატომ? სულს ხდიდნენ მოზარდებსაც და მოზრდილებსაც დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად.
მოდით და ერთ რამეზე შევთანხმდეთ-მოზარდს არაფერი ესაქმება პოლიტიკურ საკითებში, დააკვირდით მათ მიერ გამოტანილ ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიღებულ კანონზე, უკარნახეს რუსულიაო და გაიძახიან რუსულიაო, არა და დარწმუნებული ვარ 90%-ს წაკითხული არა აქვს.